ისლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა

ისლანდიელი ამომრჩევლების უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას წინააღმდეგ მისცა ხმა. RÚV-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეებს ხმების რაოდენობამ 52.5% შეადგინა, ხოლო მომხრეების – 47.5%. ხმების დათვლის დაწყებისას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების მომხრეები ლიდერობდნენ, 51.2%-ით 48.8%-ის წინააღმდეგ. ეს აიხსნება იმით, რომ ხმების უფრო დიდი ნაწილი რეიკიავიკში იყო დათვლილი, სადაც ევროკავშირის მომხრეები უფრო […]

Continue Reading

მეცნიერებმა თურქეთში, ნოეს კიდობნის ძიების არეალში, უცნაური წარმონაქმნები აღმოაჩინეს

მკვლევრებმა თურქეთში, დურუფინარის კლდოვანი წარმონაქმნის რაიონში, რომელსაც ზოგიერთი ნოეს კიდობნის  სავარაუდო ადგილად მიიჩნევს, მიწისქვეშა სიცარიელეები და სხვა ანომალიები აღმოაჩინეს. რადიოლოკაციური სკანირების შედეგების მიღება ორი თვის განმავლობაში იგეგმება. აღმოჩენის შესახებ უცხოური მედია წერს. პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯენქერ ათილას თქმით, სპეციალისტებმა ადგილმდებარეობის 3D-მოდელები შექმნეს და მიწისქვეშა სკანირება ჩაატარეს. წარმონაქმნის შიგნით 40 პროცენტით მეტი ნახშირბადი აღმოაჩინეს, ვიდრე მის […]

Continue Reading

ბილ გეიტსი – მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არ არის მზად იმ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებისთვის, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გამოიწვევს. მილიარდერმა ვრცელ წერილში აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკური გათანაბრების ინსტრუმენტი ან უკიდურესი უთანასწორობის წყარო. მილიარდერი მეწარმე ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და საზოგადოება ამ გამოწვევებს სათანადოდ უპირისპირდებიან. მისი შეფასებით, ხელოვნური […]

Continue Reading

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა – კიდევ ოთხი კი ინფიცირებულია

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა, კიდევ ოთხი კი ინფიცირებულია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი ინფიცირებული კოღო გახდა, რომელიც ქვეყანაში, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბარგის განყოფილებიდან მოხვდა. აეროპორტის ტერიტორიაზე მწერების საწინააღმდეგო ტექნიკა დაამონტაჟეს. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ინფიცირებული თანამშრომლები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. პრაიმტაიმი გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე შინაპატიმრობა შეეფარდა

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდა. სარგსიანის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში განაცხადეს. როგორც ცნობილია, ამ საქმეზე გუშინ კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს. მათგან რამდენიმე პირს, მათ შორის სერჟ სარგსიანის საქმეში ბრალდებულებს, აღკვეთის […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი: CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო, არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება – შესაძლოა, რამე გამოვიდეს

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში. “ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება”, – განაცხადა ტრამპმა. მან განაცხადა, რომ აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, […]

Continue Reading

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მის რეზიდენციაში მცხოვრები ტარაკანის განადგურების გამო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მწუხარება გამოთქვა მის რეზიდენციაში მცხოვრები ტარაკანის განადგურების გამო. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი მისი რეზიდენციის უჩვეულო ბინადრის შესახებ. სანაე ტაკაიჩი გასული წლის დეკემბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო საცხოვრებლიდან პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში გადავიდა. მან თქვა, რომ საერთო საცხოვრებელში ყოფნის დროს არასდროს უნახავს მწერები და ახალ სახლში სისუფთავეს იცავდა, იატაკს წმენდდა (განსაკუთრებით […]

Continue Reading

კადიროვის 18 წლის შვილს კიდევ ერთი ორდენი გადასცეს – ამჯერად, აფხაზებმა

ადამ კადიროვს ახალი მედალი გადაეცა – ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსგან. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედალი „სამხედრო თანამშრომლობისთვის“ მიიღო. ჯილდო მას გუდერმესში უსაფრთხოების ძალებს შორის ტაქტიკური სროლის ჩემპიონატის შემდეგ გადაეცა. რამზან კადიროვის თქმით, ჯილდო „ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მაღალი დონის“ დამსახურებაა. ეს 20-ზე მეტი ჯილდოდან […]

Continue Reading

სომხეთი მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს თავისთან ეპატიჟება

თუ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდება, სომხეთი რუსებს რესპუბლიკაში შესვლაში ხელს არ შეუშლის და მზად არის, მათ დაეხმაროს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან ალენ სიმონიანმა რუსულ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, საზღვარზე არავინ არავის ჰკითხავს, ​​თუ რატომ ჩადიან სომხეთში. „რუს ხალხს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ვუთხრა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში. ჩვენ […]

Continue Reading

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა – ასევე, იგეგმება ვიზების გაუქმება მათთვის, ვინც აშშ-ში ტურისტული, ან ბიზნეს ვიზით შევიდა

აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, – ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა საელჩოსა და საკონსულოში გლობალური სასწავლო ინიციატივა წამოიწყო, რის გამოც, სავიზო მომსახურებისთვის დანიშნული გასაუბრებების განრიგი სასწავლო პროგრამის შესაბამისად შეიცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტში სასწავლო პროგრამის ვადები არ დააკონკრეტეს, თუმცა […]

Continue Reading