თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის თხოვნით მალე კიევს ეწვევა, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი მისცეს.
მან განაცხადა, რომ ვიზიტი მოსკოვში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ გაიმართება და მისი მიზანი მოლაპარაკების პროცესის განახლებაა.
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ყველა მხარესთან დიალოგის შენარჩუნებას აგრძელებს და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევს.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
