კანადაში გაჩენილი ხანძრების გამო შესაძლოა ესპანეთსა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადაიდოს. ამის შესახებ Olu.us იუწყება.
კვამლი კანადის რამდენიმე ქალაქში გავრცელდა და აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწია. ჩიკაგოში ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებები და MLS-ის მატჩი „ჩიკაგო ფაიერსა“ და „ვანკუვერ უაითკეპსს“ შორის გაუქმდა. ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) აქვს შემუშავებული პროტოკოლები ჰაერის დაბინძურების დონის შესაფასებლად და განრიგის შესაცვლელად იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის საშიში გახდება.
ფინალი 19 ივლისს, აშშ-ში, აღმოსავლეთ რუტერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ არის დაგეგმილი.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყო და 19 ივლისამდე გაგრძელდება აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
