სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს… ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე – ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღის სიახლეები უცხოეთი

აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ერევანი რეფორმების კურსს განაგრძობს და ევროპას უახლოვდება.

„კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების კურსს და ევროპას უახლოვდება. ამიტომ აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს. ჩვენ თქვენთან ვართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე, პირველ ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *