რუსეთი 27 ივლისიდან სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეზღუდავს.
ეს გადაწყვეტილება როსელხოზნადზორმა (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) სომხეთის რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმების შემდეგ მიიღო. სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა ხარისხის კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემებში დარღვევები აღმოაჩინეს.
გარდა ამისა, ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი ქარხანა ინფიცირებული პირუტყვის რძეს, ასევე მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ ნედლეულს იყენებდა, მითითებულის ნაცვლად.
შედეგად, რუსეთში სომხური რძის პროდუქტების მიწოდება შეიზღუდება მანამ, ვიდრე გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
