საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება – Fitch

დღის სიახლეები ეკონომიკა

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი უახლეს შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ახდენს გავლენას და სიტუაციის იმგვარ გამწვავებას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ან ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება, პოტენციურად, შეფასების გაუარესება შეიძლება მოჰყვეს.

“2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი ბოლო სარეიტინგო მიმოხილვის შემდეგ საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, ხოლო ბოლო წლებში საზოგადოებრივი განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. აღნიშნული სისუსტეები აისახება მსოფლიო ბანკის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსის ძალიან დაბალ მაჩვენებელში. ამჟამად საქართველო სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის 25-ე პროცენტილშია (ანუ ქვეყნების 75%-ს ამ მაჩვენებლით ჩამორჩება). საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2028 წლამდეა გათვალისწინებული”,- აღნიშნავს Fitch-ი.

გეოპოლიტიკური რისკების ნაწილში კი ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული მოლაპარაკებებიც არის დასახელებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *