ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ფეხბურთელები ისტორიაში პირველად, სპეციალურ ჩემპიონთა ბეჭდებს (Winner Rings) მიიღებენ.
ბეჭდები გადაეცემა კვირას, არგენტინასა და ესპანეთს შორის გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამარჯვებულ გუნდს. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება, რომელიც ჩემპიონებს მსოფლიო თასს გადასცემს.
FIFA-ს ინფორმაციით, ბეჭდები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება – სულ 2 026 ცალი, საიდანაც 30 გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა, ხოლო 1 996 ერთეულის ყიდვა გულშემატკივრებს შეეძლებათ. ბეჭდები ინდივიდუალურად დანომრილი იქნება და დიზაინში მსოფლიო თასის მინიატურული გამოსახულება ექნება.
რაც შეეხება ბეჭდების ღირებულებას, გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ლიცენზირებული ვერსიის ფასი 12 ათასი დოლარით განისაზღვრა, ხოლო წინასწარი დაჯავშნა 1 200 დოლარის დეპოზიტით არის შესაძლებელი.
FIFA-ს საბჭომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მონაწილე ქვეყნების ფინანსური ანაზღაურების რეკორდული პაკეტიც დაამტკიცა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი რეკორდულ 655 მილიონ დოლარს შეადგენს.
თანხა ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება:
ჩემპიონი: 50 მილიონი დოლარი;
მეორე ადგილის მფლობელი: 33 მილიონი დოლარი;
მესამე ადგილი: 29 მილიონი დოლარი;
მე-4 ადგილი: 27 მილიონი დოლარი;
მე-5-8 ადგილი: 19 მილიონი დოლარი;
მე-9 – მე-16 ადგილები: 15 მილიონი დოლარი;
მე-17 – 32 ადგილი: 11 მილიონი დოლარი;
33-48-ე ადგილები: 9 მილიონი დოლარი.
ამასთანავე, თითოეული გუნდი მიიღებს 1.5 მილიონ დოლარს მომზადების ხარჯების დასაფარად. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მონაწილე ეროვნულ ასოციაციას გარანტირებულად ეკუთვნის მინიმუმ 10.5 მილიონი დოლარი.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კვირას, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
bpn
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
