“მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო” – რა მოხდა რუსთავის ავტობუსში

დღის სიახლეები საზოგადოება

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მოქალაქე წერს რომ, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა.

“დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა.

იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ სა მსგავსი ფაქტი არ განმეორდება”,- წერს მოქალაქე სოცციალურ ქსელში.

“ინფო რუსთავი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს რომ:
“სავარაუდოდ მოხდა კიბერ შეტევა, როგორც კი შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოხდა რეაგირება და ყველა ავტობუსში ეკრანები გაითიშა”.

მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნოლოგიურ და პროგრამულ უზრუნველყოფას კომპანია “აზრი” ახორციელებს.

“ინფო რუსთავი” აღნიშნულ კომპანიას დაუკავშირდა და მათგან დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ველოდებით.

info rustavi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *