აშშ-სა და ირანს შორის ომის ღირებულებამ 37,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 21 ივლისს კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, იტყობინება Reuters.
მისი თქმით, ეს ციფრი მოიცავს სამხედრო ხარჯების ნაწილს და 30 სექტემბრამდე პროგნოზს. როგორ მივიდა პენტაგონი ამ ციფრამდე, არ არის დაკონკრეტებული. მარტში, Reuters-ის წყარომ მხოლოდ ომის პირველი ექვსი დღის ღირებულება, მინიმუმ, 11,3 მილიარდ დოლარად შეაფასა.
ჰეგსეთმა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, დენ კეინმა, კონგრესს 87.6 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების პაკეტის გამოყოფა სთხოვეს, საიდანაც 67 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირ კავშირშია ირანთან ომთან: 46 მილიარდი დოლარი საბრძოლო მასალისა და წარმოების გაზრდისთვის, 21 მილიარდი დოლარი სამხედრო ანაზღაურებისთვის, საწვავისა და აღჭურვილობის ჩანაცვლებისთვის.
აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ივლისის დასაწყისში დაირღვა, ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი: პენტაგონის ცნობით, შაბათ-კვირას აშშ-ს დანაკარგები 18-მდე გაიზარდა და დაახლოებით 430 დაიჭრა. დღეს აშშ-მ და ირანმა კვლავ გაცვალეს დარტყმები.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
