დღის სიახლეები
მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი გარდაიცვალა
58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა. ალექსანდრე გველესიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. “მაშინ არავინ იცნობდა. კარგი ლექსები აქვსო, მითხრეს. მეტრო “რუსთაველთან” შევხვდით, ლექსები მომიტანა და მეგობრობაც დაიწყო. პირველ წიგნზე წინასიტყვაობა მთხოვა. სიხარულით დავუწერე. მესენჯერით ვუგზავნიდით ახალ ლექსებს ერთმანეთს. აღარ მყავს ჩემი წილი საშა გველესიანი,” – წერს […]
პოლიტიკა
გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა – ელისაშვილი
“გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა” – ამის შესახებ განცხადება დღეს სასამართლო სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ გეკა გელაძემ ბერა ივანიშვილს უარი ძმები ფეიქრიშვილების “ცემასა და წამებაზე” უთხრა. პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მის მიმართ დაწესებულ შეზღუდვაზე, იმაზე, რომ ერთი წელია ამ შეზრუდვის გამო დედა, მამა და შვილები არ უნახავს. […]
სამართალი
თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცმა საკუთარი ძმა მოკლა
საქართველოს პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შსს-ოს გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა ძმას მუშტებით და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის […]
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მსჯავრდებული ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს. ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, […]
“რა მიზეზით იმყოფება 4 თვის განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“, თითი „სტკივა“? – ვერაზე სიცილისთვის მოკლული ახალგაზრდის დედა პენიტენციურს ეკითხება
დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს. ქალი საგამოძიებო უწყებას კონკრეტულ კითხვას უსვამს, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დასრულებულია. ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის განცხადებით, მან შესაბამის უწყებას წერილობით მიმართა, თუმცა მიღებულ პასუხში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მიზეზი განმარტებული არ […]





