გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დღის სიახლეები უცხოეთი

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო.

27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *