მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები.
მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, იუწყება ABC News.
ყველა მსხვერპლი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იყო; ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ და სროლა მათი ჩხუბის გამწვავების შემდეგ დაიწყო.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. VIDEO
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
