სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ლიანდაგის მიმდებარედ, ოჯახის წევრთან ერთად მუშაობდა, ის მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ და ცოლის ძმამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო […]

Continue Reading

განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებულია, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და […]

Continue Reading

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, შესაძლოა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, შესაძლოა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს 6 თვის შემდეგ მიმართოს. „არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ (მიხეილ ყაველაშვილს) მიმართავს. არა ჯერ ადმინისტრაციას არ გვაქვს კომუნიკაცია. […]

Continue Reading

მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა – ვინ არის ყვარელში გარდაცვლილი ქალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალი ელიკო ასაბაშვილია. როგორც ადგილობრივებმა „მთავარი ამბები კახეთიდან“ გამოცემას უთხრეს, მოხუცი ცივი იარაღით არის მოკლული. მათივე ინფორმაციით, ასაბაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. თავდამსხმელი მასთან სავარაუდოდ, გვიან ღამით შეიჭრა და თანხის გამოძალვას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი კვალის დაფარვის […]

Continue Reading

ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე […]

Continue Reading

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში. გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოკლულია 85 წლის ქალი. მათივე ინფორმაციით, მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი […]

Continue Reading

ხმაური სასამართლოში: ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს – 20 წლის გოგო დარბაზიდან სასწრაფომ საკაცით გაიყვანა

ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.  20 წლის გოგო დარბაიდან საკაცით გაიყვანეს. გოგონა […]

Continue Reading

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კი პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ განახორციელა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების პროცესში გაიოზ ჩარკვიანი, როგორც ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლე, საქმეში უშუალოდ […]

Continue Reading

თბილისში ნაქირავებ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს – რა აღმოაჩინა პოლიციამ კარის შემტვრევის შემდეგ?

დროებით ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან ერთი საფრანგეთის, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეა.  როგორც ირკვევა, ისინი რამდენიმე დღე კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. მას შემდეგ, კი რაც მეზობლებმა სადარაბაზოში მძაფრი სუნი იგრძნეს, პოლიცია გამოიძახეს. სახლის კარი სამაშველო სამსახურის დახმარებით გახსნეს და ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. ისინი ექპერტიზაზე გადაასვენეს. მიზეზებს გამოძიება დაადგენს. “რეზონანსი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო. „საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“.- განაცხადეს აუდიტის სამსახურში. […]

Continue Reading

70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა – “მთავარი”

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. კაცი ტაქსის მძღოლია. “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირებ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, […]

Continue Reading

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი ბადრაგებმა სასტიკად სცემეს

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა,  გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ ყველა ვადა ამოიწურა და არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს. დავითაძეების […]

Continue Reading

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს , – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა. ის საქმის გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. „ველოდები გამოძიებას, რომ ეს საქმე ბოლომდე […]

Continue Reading

ექიმმა ჩახუნაშვილმა და კიდევ ორმა პატიმარმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი აღიარა და მოინანიეს – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურამ მსჯავრდებულებთან ზაქრო […]

Continue Reading

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე. უფრო კონკრეტულად, […]

Continue Reading

ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, მსგავსი სახის ექსპერტიზა ყველა მკვლელობის საქმეზე ინიშნება. “მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს საქმეც არ არის რამე ფორმით გამონაკლისი. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი გამოირიცხოს, ბრალდების […]

Continue Reading

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა – ამის შესახებ ცნობილი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება. ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა. საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი რუხაძეს – ჩემი ტყვეობა დროებითია, მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს “იმედში” განვითარებულმა მოვლენებმა, “მოკლა ბადრი”. რუხაძემ დაკითხვისას ახსენა კონკრეტული ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებაც ბადრი […]

Continue Reading

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის […]

Continue Reading

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ირკვევა, რომ დაჭრილია 24 წლის მათე ბერიშვილი, მას რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.  TV პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები პირია. როგორც წყარო გვიდასტურებს, ეს უკანასკნელი პოლიციას ამ ეტაპზე დაკავებული არ ჰყავს.  ადგილოვრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სავარაუდოდ […]

Continue Reading

44 წლის მამაკაცს დაახლოებით ათი პირი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა – ნაცემი კაცი კომაშია

კახეთში 44 წლის მამაკაცს დაახლოებით ათი პირი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა – ნაცემი კაცი კომაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მას სამი ორგანო აქვს დაზიანებული და ამ დროისთვის საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობენ. ძალადობა იორმუღანლოში, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. როგორც ირკვევა, 44 წლის კაცი ჩხუბში გამშველებელი იყო. მას თავდაპირევლად […]

Continue Reading

იურისტები ბარამიძის საქმეში სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებია – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეს ეხმაურება. საიას შეფასებით, პროკურატურა ცდილობს, ბარამიძის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები საბოტაჟად დააკვალიფიციროს და პოლიტიკოსის განცხადებებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შინაარსი მიანიჭოს. “პროკურატურა ვალდებულია, რომ დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებები, თუ სახელმწიფოს რომელ საქმიანობაში შეეშალა ხელი ანუ რომელი საქმინობა ვერ განახორციელა. გარდა ამისა, […]

Continue Reading

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის […]

Continue Reading

ბათუმში სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“სადღეგრძელოს დროს ფეხზე ადგომა აიძულა, შემდეგ გაიყვანა და დანა დაარტყა…17 წლის ბრალდებულს “მრავალფეროვანი კრიმინალური” ისტორია აქვს” – პროკურორი

არასრულწლოვანის მკვლელობა ხუდადოვის ქუჩაზე – პროკურორი ქეთი სონიძე ადასტურებს “პირველების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამწვადეში დაპირისპირება სადღეგრძელოს გამო დაიწყო. როგორც სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ.-ს ჯერ სიგარეტის გამო მოუვიდა შელაპარაკება სუფრაზე მყოფ მოზარდებთან, მას შემდეგ კი რაც ის ბიჭებმა სუფრასთან მიიწვიეს, უკვე სადღეგრძელოს გამო გაგრძელდა დაპირისპირება. ირკვევა, რომ მოკლული დავით ნარიმანიძე სუფრაზე განცალკევებით იჯდა […]

Continue Reading

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის […]

Continue Reading

გიორგი ბარამიძე დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს – პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს.  ბარამიძეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიაკითხეს. პირდაპირი ეთერის ვიდეოში ისმის გამომძიებლის ხმა – “თქვენ დაკავებული ხართ”. პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია – უცნობია რა მოტივით დააკავეს გიორგი ბარამიძე.  ცნობილი გახდა, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის […]

Continue Reading

სამწვადეში შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც ის მოშორებით გაიყვანა და დანით ჭრილობები მიაყენა – პროკურატურა ხუდადოვზე მომხდარ მკვლელობაზე

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა […]

Continue Reading

ლოტკინის დასახლებაში მოკლული მოზარდის ვინაობა ცნობილია

ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოკლული დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა.  სისხლინი დაპირისპირება მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა ერთ-ერთ “დრაივზე” მოხდა, როცა არასრულწლოვნების ჯგუფი ღამით დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.  ადგილზე ათამდე პირი იმყოფებოდა. რაც შეეხება დაპირისპირებას, წყაროს ცნობით, მოზარდებმა სადღეგრძელოსს გამო დაიწყეს. მომხდარ ფაქტზე, მკვლელობის ბრალდებით ასევე არასულწლოვანი რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 […]

Continue Reading

თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს – დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების […]

Continue Reading

თორნიკე რაზმაძე – “შსს მედავება მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სალავიოვს რატომ აგინეო”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს. როგორც თორნიკე რაზმაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. „არ დაიჯერებთ, რის გამო აღძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რათა ან დამაპატიმრონ ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება […]

Continue Reading

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად იგი როგორც […]

Continue Reading

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა.  დაპირისპირება კი დაჭრით დასრულდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.  “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

Continue Reading

“ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო” – გიორგი ლილუაშვილი

დიღმის სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. რო­გორც გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა “TV პირ­ველს” გა­ნუ­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლი ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის ალა­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო. გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და.“მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლა­ზა­რეს, ანუ ზურა ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი […]

Continue Reading

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა . შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. […]

Continue Reading

დააკავეს პირი, რომელმაც თავი ადვოკატად გაასაღა და 58 ათასი ლარი მიითვისა

სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 ათასი ლარი გამოართვა, თუმცა […]

Continue Reading

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეო-კადრებს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურა მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე კადრებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კადრებში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, შეიარაღებული დაბრუნდა. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა მის ბოლო წერილთან დაკავშირებით. როგორც თამაზაშვილმა განმარტა, როდესაც ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიგო და […]

Continue Reading

“იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” – პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და […]

Continue Reading

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსები გამოკითხვაზე დაიბარეს – რას აცხადებენ დაბარებულები – პოზიციები

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება – ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან […]

Continue Reading

ჩხრეკის დროს თამაზ ელიზბარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა – ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო სირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაშინ დააკავეს, როდესაც თვითმკვლელობას ცდილობდა. სირანაშვილის თქმით, ელიზბარაშვილი აივნიდან გადახტომას მას შემდეგ აპირებდა, რაც სამართალდამცველების მიერ მისი ცემისა და სახლიდან გაყვანის ფაქტი, ასევე, შვილების მდგომარეობა დაინახა. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. „თამაზ ელიზბარაშვილი აპირებდა თავის მოკვლას, როდესაც დაინახა ჩემი ჩაწიხვლა და ჩემი ცემით […]

Continue Reading

საქართველოდან 93 არალეგალი გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 93 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე […]

Continue Reading

20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – პროკურატურა ნასაკირალში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე წერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 63 წლის ნარგული ზოიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს ბრალდება წარუდგინეს. საქართველოს პრიკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში“ – ამის შესახებ წერია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.  გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით კი ბიზნესმენი სამმართველოში გადაიყვანა. შსს-ის ცნობით, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება […]

Continue Reading

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ჭალაადის მდინარესთან იპოვეს ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილიც. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა, რომელიც პროცესს სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აშუქებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. სახლის ჩხრეკამდე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, […]

Continue Reading

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. 29 აგვისტოს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ქალი წყალში შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან , – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღარიბაშვილს მაღალი რეიტინგი აქვს დღემდე, კონკრეტულ პირებს კი ამ რეიტინგის განულება სურთ მისთვის. „26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც 3 თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის […]

Continue Reading