საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელები ყველაზე მეტ თანხას განთავსებაზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი გართობა/გაჯანსაღებაზე – ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ერთ ვიზიტზე საშუალო 2 194 ლარი დახარჯეს.
ხარჯები კი ასე გადანაწილდა:
- განთავსება – 806 ლარი
- საკვები და სასმელი – 660.7 ლარი;
- ადგილობრივი ტრანსპორტი – 208.3 ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 149.4 ლარი;
- სხვა ხარჯი – 35.3 ლარი.
საერთო ჯამში, საქსტატის ცნობით, 2026 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.701 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. (2025 წლის მე-3 კვარტალი 6.209 მილიარდი ლარი) ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 2025 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 11.1 პროცენტით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა (2025 წლის მე-3 კვარტალში 2 467.5 ლარი).
bpn.ge



