დონალდ ტრამპმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, 56 წლის მუჯთაბა ხამენეის (ალი ხამენეის ვაჟი), „გეი დიქტატორი“ უწოდა.
მან ეს განცხადება თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩემი ადმინისტრაციის დროს, ოდესღაც, საშინელი და ძლიერი რეჟიმი, რომელიც გამუდმებით ესხმოდა თავს ამერიკას, საბოლოოდ დაამხეს. მისი ყოფილი ლიდერები თანამდებობიდან გადააყენეს და ახლა მას გეი დიქტატორი მართავს, რომელიც შიდა განხეთქილებების წინაშე დგას“ – თქვა ტრამპმა.
მარტში, The Times of Israel-მა და The New York Post-მა ტრამპისთვის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ბრიფინგის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. სავარაუდოდ, რეპორტაჟებში 56 წლის მუჯტაბასა და მისი ბავშვობის მენტორს შორის რომანტიკული ურთიერთობა იყო განხილული. მოგვიანებით ტრამპმა საჯაროდ დაადასტურა ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ ეს ასეთი ქვეყნის ლიდერისთვის „ცუდი დასაწყისი“ იყო.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
