„ვესტის“ კორესპონდენტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის, რაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახით დაიწყო, ახლა დასავლეთის ქვეყნების ჩართულობის გამო გრძელდება როგორც ომი.
„ომი მიმდინარეობს, ეს ნამდვილი ომია. გრძელდება როგორც ომი, რადგან კიევის უკან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი დგანან“, – თქვა მან.
პესკოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სატელიტური ინფრასტრუქტურის მეშვეობით ეხმარებიან უცხოური იარაღის რუსული სამიზნეებისკენ მიმართვაში.
პუტინის პრესმდივანმა ასევე „ტერორისტული“ უწოდა უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებს და განაცხადა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაუკავშირებელ სამიზნეებს არ უნდა დაესხნენ თავს.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
