ხელის თხოვნა “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე – რუსი რუფერები დააკავეს

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსი რუფერები ნიუ-იორკში, “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე ავიდნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, აქ ხელის თხოვნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

ამის შემდეგ, აღნიშნული წყვილი დააკავეს.

რუსეთის მოქალაქეებმა ანჯელა ნიკოლაუმ (33 წ,) და ივან ბირკუსმა (32 წ.) ცათამბჯენის გუმბათზე დიდი ბანერიც გაშალეს წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს ამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს“.

ბირკუსი ერთ მუხლზე დადგა და, როგორც კადრებიდან ჩანს, ნიკოლაუს ხელი სთხოვა და ბეჭედი აჩუქა. ისინი 443 მეტრის სიმაღლის შენობის თავზე მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში დარჩნენ.

წყვილი, რომელმაც მსგავსი ტრიუკები მთელ მსოფლიოში შეასრულა, Netflix-ის დოკუმენტური ფილმის „Skywalkers: A Love Story“-ს მთავარი გმირები არიან, რომელიც 2024 წელს გამოვიდა.

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *