რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

დღის სიახლეები უცხოეთი

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *