ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან მისცეს

იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაწყებულია, ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის – ის ჩვენებას მისცემს მაგისტრანტ მოსამართლეს – ამის შესახებ “პირველებს” დაკავებული ექს-პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარაიბაშვილის გამოკითხვასთან ერთად გამოძიებამ კითხვები უნდა დაუსვას იმ პირებსაც, რომელსაც ღარიბაშვილი “შამავლად” ასახელებს. “წესით და რიგით, ყველა იმ პირის გამოკითხვა უნდა მოხდეს გამოძიების მიერ, ვინც ჩართული […]

Continue Reading

კობახიძე – “სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია…” “ნაცვლიშვილს პარტიასთან კავშირი არ აქვს”

სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ და ისაუბრონ ყველა საკითხთან დაკავშირებით, […]

Continue Reading

აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება – კობახიძე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სად შედგება ორი მხარის წარმომადგენლის პირველი შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდება. „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – შეწყდეს ბლუყუნი „შეცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა – რაც შეეხება ოპოზიციის გამოსვლებს ბათუმში, ბეჟაშვილს და წითლიძეს კარგად უჭირავთ თავი

შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე” და „გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. სააკაშვილის თქმით, ციხეს ძველებურად ორგანიზებული კრიმინალები აკონტროლებენ, რასაც მისივე თქმით, „ქოცებიც“ აღიარებენ.“ „ბათუმში, „საკონსტიტუციო სასამართლოში“, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს […]

Continue Reading

სამხრეთ აფრიკული მედია ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო მყიდველად ასახელებს

სამხრეთ აფრიკაში ხუთი გიგანტური ბაობაბის გადასარჩენად საგანგებო ოპერაცია ჩატარდა. საუკუნოვანი ხეები, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების გასამწვანებლად საქართველოში უნდა ჩამოეტანათ, დურბანის პორტიდან ბუნებრივ ნაკრძალში გადასატანად გაგზავნეს. ხეები სამ თვეზე მეტხანს მიწიდან ამოთხრილი, წყლის გარეშე, ღია სივრცეში იყო დატოვებული. ამის შესახებ სამხრეთაფრიკული გამოცემა Daily Maverick წერს. გამოცემის ცნობით, ხუთი ბაობაბის ექსპორტი […]

Continue Reading

2020 წლის შემდეგ სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია – ირაკლი კობახიძე

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური, რომელიც […]

Continue Reading

რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ

რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ. რუსულმა მხარემ კონტაქტი დაამყარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან, იტყობინება გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენ კონტაქტი დავამყარეთ გიორგი ზურაბაშვილთან. მისი რუსი კოლეგაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიას კურირებს. რუსეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული […]

Continue Reading

ვაშინგტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა თბილისისთვის ფინანსური მხარდაჭერა – მედია

ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველოსთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა 27-ჯერ შემცირდა. თბილისმა წელს ვაშინგტონისგან 1 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი მიიღო. დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ვაშინგტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა თბილისისთვის ფინანსური მხარდაჭერა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფინანსური დახმარება 27-ჯერ შემცირდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ აშშ-ის მთავრობისგან 37,6 მილიონი დოლარი მიიღო, წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. შედეგად მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისში დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში […]

Continue Reading

რომ დასჭირდებათ არც პატრიარქს დაინდობენ გარდაცვლილი პატრიარქის გამძარცველები! – ვიკა ფილფანი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე

“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა განცხადებების საპასუხოდ, რომლებიც მიტროპოლიტ იობს უკავშირდება, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი პოსტს აქვეყნებს: “ხელისუფლება იცვლება, თანამდებობები დროებითია, პოლიტიკური ძალები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქართული ეკლესია საუკუნეებია ურყევად დგას! უფრო დიდია, ვიდრე ოლიგარქების ძალაუფლება და ფული! ეკლესიის წიაღიდან წამოსული კრიტიკული ხმის ჩახშობის ასეთი მცდელობა როგორსაც ოცნებისგან ვხედავთ ბოლო დღეების მანძილზე არაფერია […]

Continue Reading

მეთოთხმეტედ! – ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მეთოთხმეტედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ქართველმა მოჭადრაკემ +75 ასაკობრივ კატეგორიაში 11-იდან 7 ქულით გაიმარჯვა და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა! გარ­და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­თი და­ჯილ­დოვ­და. ტურ­ნი­რის მე-9 რა­უნ­დის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სერ­ბე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ ხუთ გა­მორ­ჩე­ულ მო­ჭად­რა­კეს გა­დას­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბი ჭად­რაკ­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის. მათ შო­რის პირ­ვე­ლი […]

Continue Reading

პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. “მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. როგორც ცნობილია, 2026 წლის 7 ივნისსაც საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის […]

Continue Reading

“ეს იყო შურისძიება, დაგეგმეს და შეასრულეს” – მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები 76 წლის მასწავლებლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაკავებული 76 წლის ფიზიკის მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალურ პეტიციას ხელს 100-მდე ადამიანი აწერს. საუბარია მასწავლებელზე, რომელსაც მე-8 კლასელი გოგონა მისდამი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერვეკლასელ გოგონას მასწავლებელთან ბოლო დღეებში უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც მასზე შურისძიება დაგეგმა. “სამი თაობა დგას ახლა ამ ადამიანთან, […]

Continue Reading

თავის მემუარებში ბაიდენმა პუტინი მოზარდს შეადარა და ზელენსკის არასაკმარისად მადლიერი უწოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მემუარები, მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის შესახებ, 17 ნოემბერს გამოქვეყნდება. Wall Street Journal-მა შეარჩია ძირითადი პუნქტები, მათ შორის პუტინისა და ზელენსკის აღწერა. “ზელენსკი კერძო საუბრებში „ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენსაც ველოდი“, – წერს გამოცემა ბაიდენის მემუარებზე დაყრდნობით. ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი […]

Continue Reading

ცილს სწამებთ პიროვნებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამხელდნენ იმ ძალმომრეობას, იმ ტირანიას, იმ ურჯულოებას, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო – მეუფე გიორგი [ვიდეო]

მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ, მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, სწორედ ეს ეპისკოპოსები იბრძოდნენ წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს კითხვით – ხომ არ იმეორებს ქვეყანა იმავე გზას, რომლის წინააღმდეგაც წარსულში იბრძოდნენ. “ჩართეთ […]

Continue Reading

ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა ავტომანქანას – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მეუფე იობი – უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ „ნიღბების ჩამოხსნის“ პროცესი დაიწყო. როგორც მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, ვინ ვინ არის უკვე გამოჩნდა, ასევე, ყველას რეალური სახე გამოჩნდება. მღვდელმთავარი სასულიერო პირებსა და ერს უფლისა და სამშობლოს ერთგულებისკენ, ასევე, ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკეთ გამოჩნდა. „არ არს […]

Continue Reading

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს – ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა “სიტყვის ფასში”, რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. “მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. მე არ მგონია, ერთი ზრდასრული ადამიანი, მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი […]

Continue Reading

დააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა

დააკავეს პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, […]

Continue Reading

მედია – მოსადმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანს დონალდ ტრამპის დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს

ისრაელის დაზვერვამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირების დრონების გამოყენებით ლიკვიდაციის გეგმები აქვს, – ინფორმაციას Israel Hayom-ი ავრცელებს. ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს საფრთხეები იმ მთავარ ფაქტორებს შორისაა, რამაც თეირანთან მოლაპარაკებების საკითხში ტრამპის მიდგომის ცვლილება განაპირობა. მაღალი თანამდებობის პირების განცხადებით, ისრაელმა ეს […]

Continue Reading

ამინდი 15 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში – ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, […]

Continue Reading

15 ბოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ […]

Continue Reading

გაფრთხილება – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში კი აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ნალექი დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, დასავლეთის ძლიერი […]

Continue Reading

საწვავი 3-10 თეთრის ფარგლებში გაიაფდა – როგორია ფასები ბრენდულ ქსელურ სადგურებზე

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ბოლო სავაჭრო დღეს გაიზარდა. კერძოდ, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.63%-ით მოიმატა და 96.42 დოლარი შეადგინა. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 0.47%-ით გაიზარდა და ბარელზე 89.21 დოლარს მიაღწია. თუმცა, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, ნედლი ნავთობის ფასი შემცირებულია. კერძოდ, 6 ნოემბერს Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 98.32 დოლარს, WTI crude oil-ის […]

Continue Reading

ზელენსკი – “პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელები კითხვას სვამენ: „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?“

აშშ-მ ზელენსკის ჰკითხა, მზადაა თუ არა უკრაინა დონბასიდან გასვლისთვის, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელები კითხვას სვამენ: „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?“ ზელენსკის თქმით, მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ იხევს უკან და არ თმობს თავის ტერიტორიებს. თუმცა, ის მზადაა […]

Continue Reading

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო. ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, […]

Continue Reading

საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო “სევილიის” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შემადგენლობაში სამი დებიუტანტია – “დინამო […]

Continue Reading

რუსული მედია – რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა, – ინფორმაციას რუსული მედია უწყების ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართული პოლიტიკური პარტია „დროა“ იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ ითვლება. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სიაში ასევე აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია „ჩარლზ კეტერინგის ფონდიც“ მოხვდა. […]

Continue Reading

აღმოჩნდა, რომ არის თაღლითების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრების, ახლობლების ნომრებიდან აგზავნის ამ შეტყობინებას – რას აცხადებს მოქალაქე

ქვეყანაში, სავარაუდოდ, ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს – ხალხი ფულის გამოძალვის ფაქტებზე ალაპარაკდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ  ვიდეოებში, ამბობენ რომ საკუთარი ნათესავების სახელით, ვოც აპის აპლიკაციაში შეტყობინებებს იღებენ. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ დედის სახელით მიუვიდა შეტყობინება, სადაც მას მშობელი წერდა, რომ ექიმის ფული სჭირდებოდა.  ქალმა მშობელს ასობით ლარი გადაურიცხა, მაგრამ საბოლოოდ […]

Continue Reading

მეტროსადგურში ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. როგორც “მთავარს” სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს, კაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

14 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. […]

Continue Reading

14 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 ნოემბერს კოზმა და დამიანე ასიელთა და მათი დედის, ღირსი თეოდოტიას, მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსის და იაკობ ხუცის, სპარსეთს წამებულთა, მოწამეთა, მოწამე ერმინინგელდის, მოწამეთა: კესარიოსის, დასისა და ხუთთა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი […]

Continue Reading

ზურაბიშვილი – “ეს სიმართლე მივა პატრიარქამდე და მასაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ოცნებას“ ფარისევლების ჯგუფი უწოდა და თქვა, რომ მათ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის დროს სჭირდებათ ეკლესია და მრევლი, როგორც მათი საარჩევნო ინსტრუმენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა უკვე დროა, რომ ეკლესიამ ხმა ამოიღოს და არ გაჩუმდეს. მისივე თქმით, საინტერესოა, მეუფე იობის ქაგადების შემდეგ, ამ საკითხს როგორ მიუდგება პატრიარქი, რადგან მისი თქმით, უკვე კარგად […]

Continue Reading

დაღესტანელი მოჭიდავე დვალიშვილზე – “ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის”

ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის – ამის შესახებ დაღესტანელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი აცხადებს, რომელიც აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი თქმით, მერაბი არ არის საქართველო, ისევე როგორც ახმედი, უსმანი და უმარი არ არიან დაღესტანი. შეწყვიტეთ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება. “ბევრ ცრუ ინფორმაციას ვხედავ და მინდა ნათელი მოვფინო სიტუაციას, რომელიც საქართველოში […]

Continue Reading

საჭიროა მასშტაბური გადატვირთვა და მოვუწოდებ კობახიძეს – საკუთარი თავის გადატვირთვით დაიწყოს – ირმა ინაშვილი

პრემიერ კობახიძეს საკუთარი თავი სახელმწიფო ჰგონია და ნებისმიერი კრიტიკას, ამ შემთხვევაში კი, სრულიად სამართლიანი და გადაუჭარებელ კრიტიკას, იგი მტრულად აღიქვამს და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ერთი და იგივე ბრალდებას აცხობენ. ამის შესახებ სოცლიალურ ქსელში, თავის ვრცელ წერილში, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს. მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ყოველგვარი უზნეობის მკადრებელია და ყოველგვარ ბოროტებაზე ხელისმომწერია. “ჯერ კიდევ […]

Continue Reading

შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო “ნაცმოძრაობისგან” და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც. ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი […]

Continue Reading

რა იცის ღარიბაშვილმა ისეთი, რამაც შესაძლოა, მენტალური აფეთქება გამოიწვიოს – თინა ხიდაშელის განცხადება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, რომ სრული სიმართლე ილაპარაკოს – “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ხსნა არც ციხიდან გამოგზავნილი ამგვარი შინაარსის წერილებში და არც ნახევარი სიმართლის ლაპარაკშია. ხიდაშელის თქმით, ღარიბაშვილმა ბევრი ისეთი რამ იცის, რამაც შეიძლება მენტალური აფეთქება გამოიწვიოს და ივანიშვილს უკან დაახევინოს, ამიტომ ის ყოფილ მაღლაჩინოსანს ურჩევს, […]

Continue Reading

სპორტსმენები თავისუფლები არიან – პრემიერ-მინისტრის მადლობა მინისტრებს და საამიროებს

პრემიერი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილის და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების საქმეში მადლობას მინისტრებს – მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს უხდის. ის მადლობს საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისთვის. „როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად […]

Continue Reading

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შიო მესამე მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს. ღვთისმსახურება ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც. 100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ […]

Continue Reading

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, სამსახური პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმაც დატოვა – მედია

“რადიო თავისუფლებისთვის” ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ათონელის სასახლეში დელეგაციის სტუმრობისას დაშვებული პროტოკოლური ხარვეზის გამო, ეხვაიას გარდა, ადმინისტრაციის დატოვება პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელსაც მოუწია. ინციდენტის ზუსტი გარემოებების გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლუკა ეხვაია სატელეფონო ზარებსა და […]

Continue Reading

ლარის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5934 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5934 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8649 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ღარიბაშვილთან ციხეში გამომძიებლები შევლენ – პროკურატურა ექსპრემიერის განცხადებებით დაინტერესდა

ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ორშაბათს გამომძიებლები შევლენ. პროკურატურის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საგამოძიებო უწყებიდან ექსპრემიერის ადვოკატებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციიის გაგება სურთ. საუბარია წერილზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მასზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მან საპატიმროში ივანიშვილის დავალებით მდინარაძის წერილი მიიღო. არადა, მანამდე პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას […]

Continue Reading

835 მილიონი ქართველების მიერ საზღვარგარეთ სამ თვეში დახარჯული თანხაა – სტატისტიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით მეტია 2025 წლის […]

Continue Reading

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მედიასაშუალებების დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელი პროპაგანდის შეჩერებაა. საკითხზე BMG tv-ის გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ბრიტანეთის ელჩმა ისაუბრა. გარეთ უორდი მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მედიასექტორზე ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც გამოხატავს. „რუსეთის წინააღმდეგ […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც. სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა. ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს. ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან […]

Continue Reading

შვილმა დედა დაჭრა – პოლიციამ ის უკვე დააკავა

თელავში შვილმა დედა დაჭრა – ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც შსს იუწყება, სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. შვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი […]

Continue Reading

მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა – მას ნეკნების მოტეხილობა აქვს

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა. შემთხვევა სავარაუდოდ 4 დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მამუკა ხაზარაძეს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება. როგორ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე ამჟამად თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურს გადის. ipn.ge გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ – მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ  – ინფორმაციას Croco. ge ავრცელებს და წერს, რომ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ თქვა: „სასამართლო პროცესი დასრულებულია… გადაწყვეტილება მიღებულია და ბიჭები 5 საათზე თავისუფლები იქნებიან“ 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან […]

Continue Reading

დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა. საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება. “საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური […]

Continue Reading