თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა „სკარლეტ ლედის“ – საკრუიზო გემს, რომელსაც, ძირითადად, ამერიკელი ლგბტქ+ თემის ტურისტებს გადაჰყავდა. გადაწყვეტილება დასახელდა „მორალური ნორმებისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ დაცვის აუცილებლობად. ამის შესახებ “თურქ ნიუსი” იუწყება.
Atlantis Events-ის მიერ ორგანიზებული Athens to Venice-ის მიმართულებით კრუიზი საბერძნეთიდან 5 ივლისს გამოვიდა. გემი კუშადასსა და სტამბოლში უნდა გაჩერებულიყო. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ მას თავის პორტებში შესვლის ნებართვა გაუუქმა.
ორგანიზატორების თქმით, ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ გემი დაქირავებული იყო იმ ჯგუფების მიერ, რომელთა ქცევა, თურქეთის აზრით, „შეუთავსებელია ქვეყნის სოციალურ სტრუქტურასა და მორალურ ღირებულებებთან“.
თურქეთის უარის შემდეგ, მარშრუტი შეიცვალა. კუშადასისა და სტამბოლის ნაცვლად, Virgin Voyages-ის საკუთრებაში არსებული „სკარლეტ ლედი“ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს და საბერძნეთის კუნძულ კრეტას ეწვევა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
