ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის.
ამის შესახებ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ომსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა.
„მე ევროპისა და შეერთებული შტატებისგან ბევრ სიგნალს ვიღებ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე ნათელი არ არის. […] ვიცი, რომ ალასკაში მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინეთ. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. შესაძლოა, კონფლიქტი უკვე უნდა გაიყინოს და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სტამბოლის შეთანხმებებს 2.0. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი ძალების გარანტიით, როგორიცაა შეერთებული შტატები. კატეგორიულად უარს ვამბობ შუამავლობაზე“.
კიევის პოზიციის გათვალისწინებით, უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია – ასე შეაფასა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის წინადადება.
პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნა პრესმდივანმა.
პესკოვის დასკვნით, თუ უკრაინა შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს, საომარი მოქმედებები, შესაძლოა დღის ბოლომდე შეწყდეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
