რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციების ფარგლებში. ამის შესახებ მან მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დასკვნითი პლენარული სხდომის შემდეგ, დეპუტატებთან ისაუბრა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები გმირულად იბრძვიან რუსეთისთვის, სამშობლოსთვის. მათ მხარს უჭერს მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, რუსეთისთვის“, – თქვა მან.
პუტინმა ისიც განაცხადამ რომ ამჟამად, ბრძოლისა და ინტენსიური კონკურენციის ფონზე, ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ყალიბდება.
„ეს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამშობლოს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია, როდესაც ჩვენი ხალხის ბედი და მომავალი სასწორზე დევს. და ეს გაზვიადება არ არის – ზუსტად ასეა, როდესაც ბრძოლისა და ინტენსიური კონკურენციის ფონზე, ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ყალიბდება“, – განაცხადა პუტინმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
