ბენ აფლეკმა 1 მილიონი დოლარი მოიგო შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“

დღის სიახლეები უცხოეთი

ჰოლივუდის მსახიობმა ბენ აფლეკმა Jeopardy!-ს ჩემპიონ ჯეიმი დინგთან ერთად მოიგო 1 მილიონი დოლარის პრიზი შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“. ყველა მოგება მსახიობის საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღმოსავლეთ კონგოს ინიციატივას გადაეცემა.

ფინალურ რაუნდში დუეტს რთული კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტების მიერ შეწყალებული ინდაურების სახელებთან დაკავშირებით. ტელეწამყვან ჯიმი კიმელის მინიშნებებისა და რჩევების გამოყენებით, აფლეკმა გარისკა და სწორი პასუხი გასცა.

საინტერესოა, რომ მსახიობმა გაიმეორა თავისი ახლო მეგობრის, მეტ დეიმონის წარმატება, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ იმავე შოუში 1 მილიონი დოლარი მოიგო.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *