ესპანეთის ალმერიის პროვინციაში 9 ივლისს გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ანდალუსიის ავტონომიური საზოგადოების ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაზეთი El País იტყობინება.
გაზეთის ცნობით, ელექტროსადენი გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია. ხანძარი მალევე გავრცელდა ახლომდებარე ტყეზე.
ხანძრის ჩაქრობაზე, დაახლოებით, 300 ადამიანი მუშაობს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების რეაგირების დანაყოფის წევრები. VIDEO
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
