მედია საშუალებების ცნობით, დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა.
AFP-მ და Reuters-მა დამასკოში მომხდარი აფეთქებების შესახებ უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია.
წყაროს ცნობით, ერთი ბომბი ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული, ხოლო მეორე – მანქანაში, Four Seasons სასტუმროსთან ახლოს.
Le Figaro იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს დილით Four Seasons სასტუმრო დატოვა სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან მოსალაპარაკებლად.
მაკრონი ევროკავშირის ქვეყნის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც დამასკოს ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ ეწვია.
ვიდეოში, სავარაუდოდ, დამასკოში მომხდარი აფეთქებებია ასახული. წყარო: სოციალური მედია VIDEO
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
