“არავინ არაფერზე დუმს” – “ქართული ოცნება” ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო უწყების რეაგირებას ელოდება

არავინ არაფერზე დუმს! – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რა დროსაც ირანის ელჩის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ელჩის ამ განცხადებაზე რეაგირება საგარეო უწყების ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაა. „არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და […]

Continue Reading

ჩვენ უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ აქციაზე, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი – “ქართული ოცნება”

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი – როდესაც რუსთაველზე გაივლი, დაინახავ, რომ 20-25 ადამიანი დგას, სამწუხაროდ, ისინი უცხო ძალებს აყენებინებენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “ემოციურად დაზიანებულ ადამიანებს” გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში “ჰედლაინები” ჰქონდეთ, თითქოს, საქართველოში უწყვეტი პროტესტი […]

Continue Reading

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის […]

Continue Reading

“ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო” – გიორგი ლილუაშვილი

დიღმის სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. რო­გორც გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა “TV პირ­ველს” გა­ნუ­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლი ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის ალა­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო. გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და.“მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლა­ზა­რეს, ანუ ზურა ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 59კილომეტრში, ქალაქი დმანისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით, სოფელ მამიშლარში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა – მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

გურჯაანის მუნიციპალიტეტში დიდი რაოდენობით მოსავალი ნაგავსაყრელზე გადაყარეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში სოფლის მცხოვრები და აქტივისტი უჩა ქემაშვილი ავრცელებს. ვიდეოს ავტორის თქმით, ადგილობრივი ფერმერები მოწეული მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, პროდუქცია ხევის პირას, ნაგავსაყრელზე დაეტოვებინათ. მისივე განმარტებით, ხილის ნაწილი პირდაპირ ყუთებითაა გადაყრილი. „მთები აყენია გადაყრილი ატმის. ხედავთ თქვენ, […]

Continue Reading

აფეთქება ბულგარეთში, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში, რომელიც უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით 2014 წლის შემდეგ ამარაგებდა

ბულგარეთში, ტრიავნას ქალაქთან ახლოს, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებები მოხდა. აფეთქებებამდე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ტრიავნას მერმა დენჩო მინევმა ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. კვამლის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დახურონ ფანჯრები, ატარონ დამცავი ნიღბები და დარჩნენ სახლში. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი […]

Continue Reading

გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, მათ შორის არიან “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე – “ქართული ოცნება”

იმის გასაანალიზებლად, „დიფ სთეითის“ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა. პრემიერ – მინისტრმა შესანიშნავად ახსნა მოდელი, რომლის მიხედვითაც გარე ძალების აგენტებად ქცეული ადგილობრივი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედებენ, თუმცა აღნიშნულ მოდელში არამხოლოდ ისინი, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იდეალურად თავსდებიან, რაც ადასტურებს, რომ პროფესიის მიუხედავად, […]

Continue Reading

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს – საპატრიარქო

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი […]

Continue Reading

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს, დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც სავარაუდოდ ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს დრონი, რომელზეც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. საქმე ეხება 5 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში ფრენების შეფერხებას, რადგან ასაფრენ ზოლთან საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. გაზეთ „ბილდის“ ცნობით კი, საეჭვო ობიექტი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, An-124-ის უშუალო სიახლოვეს ნახეს. რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში […]

Continue Reading

დანაზოგი ლარსა და დოლარში… – ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტში პრემიერმა 2025 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, ასევე საკუთარი აქტივები მიუთითა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრს არ შეუძენია ახალი უძრავი ქონება. ის 2016 წლიდან მხოლოდ ერთ ბინას ფლობს, რომელიც თბილისში წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს და 157.8 კვადრატული მეტრის ფართობის არის, რომელიც ჩუქებით მიიღო. ასევე ფლობს ამავე […]

Continue Reading

გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც. როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას. „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ […]

Continue Reading

“ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს“ – “ქართული ოცნება” სანაიას დაპატიმრებაზე

ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი „ფეისბუქის“ მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი […]

Continue Reading

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში შვილმა მამა მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.  შემთხვევა რუსთაველის მოხდა.  ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ჩვენთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება – “ქართული ოცნება” ბოჭორიშვილის ამერიკაში მიწვევაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. „ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ამ ფაქტს დღეს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდიდან იცვლება ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading

ახლახან დაწინაურებულმა პოლიციელმა სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა – მედია

პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გასულ შაბათს, 4 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სიგუას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა. ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქამდე კი თბილისის […]

Continue Reading

საქართველოს დელეგაციის პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე – რა უპასუხეს “ქართულ ოცნებას” და რა წერია დეკლარაციაში

საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. „იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს […]

Continue Reading

ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზა ვერ ჩატარდება – სამხარაულის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს განუმარტა, რომ სეებ- ში მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება. კერძოდ, საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, ჩატარებულიყო ექსპერტიზა შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ: გამოიწვევდა თუ არა სასამართლოს ეზოში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის და ინვენტარის, ასევე სასამართლოს სრული შენობისა და ინვენტარის 100%-ით გადაწვას, მასზე […]

Continue Reading

“ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში” – მომხმარებლის პოსტი სოციალურ ქსელში

“როგორ არ გრცხვენიათ, ხიჭვი ხომ არ არის ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში. ამით ყველაფერი ნათელია რა ხდება თქვენ ქარხანაში, ადამიანს კბილი ჩამოტყდა . ამის გამო პასუხს აგებთ” – ამის შესახებ სოციალური ქსელის “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებელი ამავე ქსელში, “სურსათის უვნებლობის” ჯგუფში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც შესაბამისი ფოტოები აქვს დართული. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

“მე ვიქნები პირველი ადამიანი მსოფლიოში, ვინც დაამზადა ყავა თავისი ტექნოლოგიით… ადრე თუ გვიან, ყველა თავის ფესვებს უბრუნდება” – ქართველი ემიგრანტი ბიზნესმენი ბოლონიიდან – კახაბერ ცერცვაძე

წარმოგიდნებთ რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენ თანამემამულეებთან ინტერვიუების ცილს, რომლებიც საზღვაგრეთ ცხოვრობენ და წარმატებით მოღვაწეობენ. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია სოციალური ქსელებიდან ბევრისთვის კარგად ცნობილი ქართველი, წარსულში ექიმი და ამჟამად ბიზნესმენი, რომელიც უკვე მრავალი წელია, იტალიაში ცხოვრობს და წარმატებით საქმიანობს – კახაბერ ცერცვაძე: – თავდაპირველად, მოკლედ თქვენ შესახებ – სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, რას […]

Continue Reading

ეს არის ჯგუფური ძალადობა და სისხლის სამართლის დანაშაული – ბესელია პარლამენტში მომხდარზე

“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ამბობს, რომ გუშინ, რაც პარლამენტში მოხდა და რაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ბესელია ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარის შემდეგ, დეპუტატები, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდნენ, აიღებდნენ პასუხისმგებლობას და მომხდარზე გამოძიება დაიწყებოდა. და ამ დროს ციხეში სხედან ადამიანები, რომელთაც არაფერი არ ჩაუდენიათ და […]

Continue Reading

თითო მგზავრზე 60 ევრო – რას სთავაზობს საქართველო ავიაკომპანიას?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-ს თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევროს ფინანსურ სტიმულს შესთავაზებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა 2026 წლის 31 მაისს გააფორმეს და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ახლა გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, Norwegian-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპენჰაგენს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება […]

Continue Reading

რუსული კრიპტოქსელი, მათ შორის საქართველოში, სკოლის მოსწავლემ ამხილა – Новая Газета

რუსეთმა სანქცია დაუწესა სკოლის მოსწავლეს, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის შვილს, ალექსანდრე ბრაუდერს. მან ამხილა კრიპტობირჟები, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მოსკოვს სავარაუდოდ ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა”. ჟურნალისტი ია ბარათელი სტატიაში წერს, რომ მაისის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი სანქციები დაუწესა რუსულ საგადამხდელო ქსელ „A7“-თან დაკავშირებულ კრიპტოპლატფორმებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების  მონაცემებით, […]

Continue Reading

ხმაური და დაპირისპირებაა პირველ სამშობიარო კლინიკაში – ოპერაციის დროს დაღუპული 35 წლის ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს

ხმაური და დაპირსპირებაა ამ წუთებში პირველ სამშობიარო კლინიკაში –  გეგმიური ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს. ნინო მუჯირიას ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ 35 წლის ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა და ოპერაცია გააკეთა იმ ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქალი კომაში ჩავარდა და […]

Continue Reading

გაფრთხილდით არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას – რა პერიოდს ეხება GWP-ის გაფრთხილება

2026 წლის 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად, მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი. „წყალუხოვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ივნისს

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმის ალბათობაა, დღისით […]

Continue Reading

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის მისამართით სოციალურ ქსელში კომენტარის გამო, 4000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ირკვევა, სასამართლოში თუთბერიძის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა. როგორც თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის პოსტზე გაკეთებულ კომენტარს. „მურუსიძის სასამართლოსგან გასაკვირი არ ყოფილა, უფრო […]

Continue Reading

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ. ეს Downdetector სერვისის მონაცემებიდან გამომდინარეობს. 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა Facebook-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (https://downdetector.com/status/facebook/). პრობლემები აქვთ Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს, რომლებიც სოციალური ქსელის ოპერატორი კომპანიის, Meta Holding-ის ნაწილია.

Continue Reading

ამერიკამ ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო. „გუშინ ღამით მათზე 250 მილიონი დოლარის ღირებულების ბომბები ჩამოვყარეთ. ეს სრული სიგიჟე იყო“, – განაცხადა მან Fox News-ში. პენტაგონის ცენტრალურმა სარდლობამ ხუთშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ ირანზე დარტყმები დაიწყო. ამას თეირანმა ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. მოგვიანებით ტრამპმა ირანზე ახალი დარტყმების შესახებ დააანონსა, […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

რუსეთში სომხური ჯერმუკის წყლის მილიონობით ბოთლის გაყიდვა შეაჩერეს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის “ჯერმუკის” 64,5 მილიონი ბოთლის გაყიდვა დროებით შეაჩერა. შეზღუდვები უკვე დანერგილია „ღირსეული ნიშნის“ სისტემის მეშვეობით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, პროდუქტში გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ჰიდროკარბონატების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს […]

Continue Reading

პუტინმა დაამტკიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლითაც რატიფიცირებულია რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება – იუწყება რუსეთის სახელისუფლებო მედია. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსახორციელებლად, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, […]

Continue Reading

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

საქართველოში გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის – 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.52 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.22 ლარი ღირს. რაც შეეხება მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის […]

Continue Reading