ექიმ გიორგი ახობაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიბარეს. საგამოძიებო უწყება მას ვატო შაქარიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავება.
ამასთან, 2026 წლის, 8 ივლისს გიორგი ახობაძე ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.
გიორგი ახობაძემ მისი დაპატიმრების შესახებ კომენტარი გააკეთა:
“დამნაშავედ ჩამთვალეს ჩამდები პოლიციელების გინებაში… გაბრაზდნენ, გაცოფდნენ, გამწარდნენ და პლუს ტელეფონის დაბრუნებას რომ ვთხოვდი, ჩემი ნივთის, რომელიც ერთი წელია იქ აქვთ და 3 კვირა არავინ რომ არ შემომეხმიანა და კაპეზეს კანცელარიის ხაზის დროს შესაბამისად მოვიხსენიე, რაც არიან და როგორებიც არიან, მაგის გამო.
წამოვწვები, დავისვენებ 25 დღე და მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან,” – ამბობს გიორგი ახობაძე.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
