ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო

PressExpress.ge – პრესექსპრესი


საინფორმაციო სააგენტო PressExpress არის სტანდარტული საინფორმაციო პორტალი, რომელიც ემსახურება მკითხველის ოპერატიულად ინფორმირებას ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებზე. მათ შორის:

პოლიტიკურ

ეკონომიკურ

სამართლებრივ

კულტურულ

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან

სპორტულ

სამხედრო, რელიგიის და სხვა მრავალ თემაზე.

საინფორმაციო პორტალის ძირითადი საქმიანობაა ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გავრცელება. ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულად. თუმცა, დაგეგმილია ინგლისურად და რუსულადაც.

ვებგვერდი შექმნილია ქართულ მედიასაშუალებებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტების მიერ.

ვებგვერდის მუშაობა ეფუძნება, ძირითადად, მოკლე ინფორმაციების, ანალიტიკური მასალების, რეპორტაჟების, ინტერვიუების მომზადებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებთან,  შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალების თანხლებით და სხვა ჟურნალისტურ პროდუქციას.

პორტალისთვის უმთავრესი პრინციპებია:

  • სიზუსტე 
  • ოპერატიულობა 
  • დაბალანსებულობა 
  • ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხველისთვის.

ამ მიმართულებით, ჩვენი მედიასაშუალებისთვის განსაკუთრებულად ფასობს ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელება ფაქტებისა და მოვლენების ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. 

საინფორმაციო პორტალის მუშაობა დამოკიდებულია სარეკლამო შემოსავალზე, ხელმომწერებსა და კერძო განცხადებების გამოქვეყნების მსურვერლებზე.

მისი მუდმივი გამოწერა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო უწყებებებსა და კერძო ორგანიზაციებს, უცხო და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, აგრეთვე წამყვან მედიასაშუალებებს – როგორც ქართულს, ისე უცხოურს.

ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი შეთანხმებით, ვებ-გვერდზე განთავსდება გამომწერთა (დამკვეთთა) მიერ გავრცელებული ფასიანი ინფორმაცია სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც ინფორმაციული შენიშვნის, ისე ინტერვიუს და სტატიის სახით.

ჩვენთვის უპირველესი მიზანია მედიასაშუალების და მისი რედაქციის სრული დამოუკიდებლობა, ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების დაცვით, რასაც, ამავდროულად, განაპირობებს სწორედ დამოუკიდებელი საფინანსო პოლიტიკაც. ამისთვის, გვერდს აქვს სარეკლამო განყოფილება – ბანერები, რომლებიც დამკვეთებს შესაძლებლობას აძლევს განათავსოს საკუთარი პროდუქციის რეკლამა ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიხედვით.  

დამკვეთის სურვილის მიხედვით, რეკლამის განთავსება შესაძლებელია ვებ-გვერდის მათთვის სასურველ მონაკვეთში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა.

პატივისცემით

”პრესექსპრესი”

E-mail:
mypressexpress@gmail.com