ძლიერ ხანძარს საფრანგეთში 1200 მეხანძრე ებრძვის VIDEO

დღის სიახლეები უცხოეთი

სამხრეთ საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 2500 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

TF1-ის ცნობით, დაახლოებით 400 მცხოვრები ევაკუირებულია.

ხანძარი სამშაბათს, კოტინიაკის სოფელთან ახლოს, მთიან რაიონში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. რამდენიმე სახლი განადგურდა, ხოლო დაახლოებით 2300 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ხანძრის ჩაქრობაში 1200 მაშველი, ოთხი სახანძრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. VIDEO

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *