ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაუნინგ სტრიტთან თავის თანამშრომლებს დაემშვიდობა და ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა, რათა მეფე ჩარლზს ოფიციალურად სთხოვოს მისი გადადგომა.
ბრიტანელი მონარქი მალე ლეიბორისტული პარტიის ახალ ლიდერს, ენდი ბერნჰემს მთავრობის ფორმირებას დაავალებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში თავის ბოლო მიმართვაში სტარმერმა ბერნჰემს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენი მტრები არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან, რათა ჩვენი ღირებულებების გამო გაგვყონ“, – თქვა სტარმერმა და ხაზი გაუსვა, რომ ლონდონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მას შემდეგ, რაც ბერნჰემი მეფეს ეწვევა, ის ოფიციალურად გახდება გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი. ბუკინგემის სასახლიდან წასვლის შემდეგ, ის დაუნინგ სტრიტზე გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრის რანგში სიტყვით პირველად გამოვა. BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, ბერნჰემი, სავარაუდოდ, თავისი მთავრობის ძირითად პრიორიტეტებს გამოკვეთს.
კერძოდ, ის განაცხადებს, რომ „მკვეთრად აცნობიერებს“ დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრების მაღალი ცვლის პრობლემას: ბერნჰემი ბოლო ათი წლის განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობის მეშვიდე ხელმძღვანელი იქნება (და მეხუთე ოთხი წლის განმავლობაში).
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
