მილიონობით გულშემატკივარი მოითხოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვას

დღის სიახლეები უცხოეთი

მილიონობით გულშემატკივარი მოითხოვს არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვას.

პეტიციის ავტორებმა უკვე შეაგროვეს 3 მილიონი ხელმოწერა. ისინი აცხადებენ, რომ “ფიფა” არგენტინას ფინალურ ტურნირამდე „ათრევს“ მსაჯების გადაწყვეტილებებით და პლეი-ოფის მარტივი წილისყრით — მათი მეტოქეები იყვნენ კაბო-ვერდე, ეგვიპტე და შვეიცარია.

„რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენ დანარჩენებმა, თუ გამარჯვებული უკვე გადაწყვეტილია?“ – ნათქვამია პეტიციაში.

კამპანიის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ არგენტინა-ალჟირის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ლიონელ მესის წითელი ბარათი არ აჩვენეს მოწინააღმდეგისთვის წვივში შიპით დარტყმის გამო.

გულშემატკივრები ასევე აღშფოთებულნი იყვნენ მსაჯის გადაწყვეტილებებით ეგვიპტესთან მატჩში. აფრიკის ნაკრების გოლი არ ჩაითვალა, რამაც გავლენა მოახდინა მატჩის შედეგზე (3-2 არგენტინის სასარგებლოდ). შვეიცარიასთან მატჩში ევროპელი ფეხბურთელი სიმულაციისთვის გააძევეს. გადაწყვეტილების მისაღებად მსაჯმა ვიდეოჩანაწერს გადახედა.

ნახევარფინალში არგენტინა ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩი 15 ივლისს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *