“ქართულმა ოცნებამ” პატრიარქ შიოს დავალება მისცა – რას წერს პეტრე კოლხი

სასულიერო პირი პეტრე კვარაცხელია (კოლხი) სოციალურ ქსელში წერს: ,,საჯარო გამოსვლების და ღია კრიტიკის გამო, ,,ქართულმა ოცნებამ” პატრიარქ შიოს დავალება მისცა, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მღვდელმოქმედება შეუჩერეთო, ასეც მოიქცა, მაგრამ ახლა ალბათ, ძალიან განიცდის, დავალებას ვეღარ შეასრულებს და მიპროპოლიტ იობს მღვდელმთავრობას ვერ ჩამოართმევს, თუმცა მცდელობა დიდი იყო, ეპარქიიდან გაეთავისუფლებინათ !..“ გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

სამხრეთ აფრიკული მედია ივანიშვილს ბაობაბების სავარაუდო მყიდველად ასახელებს

სამხრეთ აფრიკაში ხუთი გიგანტური ბაობაბის გადასარჩენად საგანგებო ოპერაცია ჩატარდა. საუკუნოვანი ხეები, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების გასამწვანებლად საქართველოში უნდა ჩამოეტანათ, დურბანის პორტიდან ბუნებრივ ნაკრძალში გადასატანად გაგზავნეს. ხეები სამ თვეზე მეტხანს მიწიდან ამოთხრილი, წყლის გარეშე, ღია სივრცეში იყო დატოვებული. ამის შესახებ სამხრეთაფრიკული გამოცემა Daily Maverick წერს. გამოცემის ცნობით, ხუთი ბაობაბის ექსპორტი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. შედეგად მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისში დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში […]

Continue Reading

მეთოთხმეტედ! – ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მეთოთხმეტედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ქართველმა მოჭადრაკემ +75 ასაკობრივ კატეგორიაში 11-იდან 7 ქულით გაიმარჯვა და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა! გარ­და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­თი და­ჯილ­დოვ­და. ტურ­ნი­რის მე-9 რა­უნ­დის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სერ­ბე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ ხუთ გა­მორ­ჩე­ულ მო­ჭად­რა­კეს გა­დას­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბი ჭად­რაკ­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის. მათ შო­რის პირ­ვე­ლი […]

Continue Reading

პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. “მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. როგორც ცნობილია, 2026 წლის 7 ივნისსაც საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის […]

Continue Reading

“ეს იყო შურისძიება, დაგეგმეს და შეასრულეს” – მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები 76 წლის მასწავლებლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაკავებული 76 წლის ფიზიკის მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალურ პეტიციას ხელს 100-მდე ადამიანი აწერს. საუბარია მასწავლებელზე, რომელსაც მე-8 კლასელი გოგონა მისდამი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერვეკლასელ გოგონას მასწავლებელთან ბოლო დღეებში უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც მასზე შურისძიება დაგეგმა. “სამი თაობა დგას ახლა ამ ადამიანთან, […]

Continue Reading

ცილს სწამებთ პიროვნებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამხელდნენ იმ ძალმომრეობას, იმ ტირანიას, იმ ურჯულოებას, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო – მეუფე გიორგი [ვიდეო]

მეუფე იობისა და სხვა ეპისკოპოსების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება. სასულიერო პირი აცხადებს, რომ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ, მღვდელმთავრების წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, სწორედ ეს ეპისკოპოსები იბრძოდნენ წინა ხელისუფლების ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჯამდელიანი ხელისუფლებას მიმართავს კითხვით – ხომ არ იმეორებს ქვეყანა იმავე გზას, რომლის წინააღმდეგაც წარსულში იბრძოდნენ. “ჩართეთ […]

Continue Reading

მეუფე იობი – უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო – ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ „ნიღბების ჩამოხსნის“ პროცესი დაიწყო. როგორც მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, ვინ ვინ არის უკვე გამოჩნდა, ასევე, ყველას რეალური სახე გამოჩნდება. მღვდელმთავარი სასულიერო პირებსა და ერს უფლისა და სამშობლოს ერთგულებისკენ, ასევე, ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკეთ გამოჩნდა. „არ არს […]

Continue Reading

ამინდი 15 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში – ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, […]

Continue Reading

15 ბოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ […]

Continue Reading

გაფრთხილება – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში კი აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ნალექი დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, დასავლეთის ძლიერი […]

Continue Reading

საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო “სევილიის” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შემადგენლობაში სამი დებიუტანტია – “დინამო […]

Continue Reading

აღმოჩნდა, რომ არის თაღლითების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრების, ახლობლების ნომრებიდან აგზავნის ამ შეტყობინებას – რას აცხადებს მოქალაქე

ქვეყანაში, სავარაუდოდ, ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს – ხალხი ფულის გამოძალვის ფაქტებზე ალაპარაკდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ  ვიდეოებში, ამბობენ რომ საკუთარი ნათესავების სახელით, ვოც აპის აპლიკაციაში შეტყობინებებს იღებენ. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ დედის სახელით მიუვიდა შეტყობინება, სადაც მას მშობელი წერდა, რომ ექიმის ფული სჭირდებოდა.  ქალმა მშობელს ასობით ლარი გადაურიცხა, მაგრამ საბოლოოდ […]

Continue Reading

14 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. […]

Continue Reading

14 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 ნოემბერს კოზმა და დამიანე ასიელთა და მათი დედის, ღირსი თეოდოტიას, მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსის და იაკობ ხუცის, სპარსეთს წამებულთა, მოწამეთა, მოწამე ერმინინგელდის, მოწამეთა: კესარიოსის, დასისა და ხუთთა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი […]

Continue Reading

დაღესტანელი მოჭიდავე დვალიშვილზე – “ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის”

ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის – ამის შესახებ დაღესტანელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი აცხადებს, რომელიც აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი თქმით, მერაბი არ არის საქართველო, ისევე როგორც ახმედი, უსმანი და უმარი არ არიან დაღესტანი. შეწყვიტეთ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება. “ბევრ ცრუ ინფორმაციას ვხედავ და მინდა ნათელი მოვფინო სიტუაციას, რომელიც საქართველოში […]

Continue Reading

შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო […]

Continue Reading

სპორტსმენები თავისუფლები არიან – პრემიერ-მინისტრის მადლობა მინისტრებს და საამიროებს

პრემიერი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილის და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების საქმეში მადლობას მინისტრებს – მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს უხდის. ის მადლობს საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისთვის. „როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად […]

Continue Reading

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შიო მესამე მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს. ღვთისმსახურება ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც. 100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც. სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა. ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს. ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან […]

Continue Reading

ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ – მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ  – ინფორმაციას Croco. ge ავრცელებს და წერს, რომ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ თქვა: „სასამართლო პროცესი დასრულებულია… გადაწყვეტილება მიღებულია და ბიჭები 5 საათზე თავისუფლები იქნებიან“ 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან […]

Continue Reading

RAF-ის ხელმძღვანელობამ უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აუკრძალა

UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის თავდასხმას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან. უაითმა UFC 334-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. „ეს სრული სისულელე და აბსურდია. ყველა მათგანი კვლავ დაკავებულია. ეს […]

Continue Reading

საბა ლაზიშვილის მამა: იმედი მაქვს, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია, მთავრობა ჩართულია

21 წლის მოჭიდავის საბა ლაზიშვილის მამის ანზორ ლაზიშვილის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმე პრემიერ-მინისტრის პირადი კონტროლის დონეზეა აყვანილი. როგორც ლაზიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელის, რომ მისი ვაჟი და მასთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს თავისუფალი იქნებიან. „დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, […]

Continue Reading

13 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით […]

Continue Reading

13 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა სულთანის ლაშქარი თბილისს […]

Continue Reading

ჩემი ძმა საბა და მერაბ დვალიშვილი ამ დრომდე დაკავებულები არიან – საბა ლაზისვილის ძმა

საბა ლაზიშვილის ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ მისი ძმა საბა და მერაბ დვალიშვილი ამ დრომდე დაკავებულები არიან და შესაძლოა, 48 საათი საპატიმროში ყოფნა მოუწიოთ. ის სთხოვს ყველას, ვისაც კავშირები აქვს, მათ დახმარება აღმოუჩინონ. “მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვეხმაურო ამ სრულიად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, […]

Continue Reading

რუის-ურბნისის ეპარქია – სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ განცხადებას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთი სრულიად კანონიერი გზით, ოჯახური მემკვიდრეობითაა მიღებული ან საეკლესიო-სამეურნეო დანიშნულებითაა შეძენილი და წლების განმავლობაში ემსახურება ეპარქიის […]

Continue Reading

მეუფე გიორგი – მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! – თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!

მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე გიორგი ნაცვლიშვილს მისსავე სიტყვების გამო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. „მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. […]

Continue Reading

ერთდღიანი დუმილის შემდეგ, საპატრიარქომ მეუფე იობზე აზრი გამოთქვა

ერთდღიანი დუმილის შემდეგ, მეუფე იობთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, მეუფის იმ ლექსიკით მოხსენიება, რომელიც გუშინდელი დღიდან ვრცელდება, მიუღებელია. “მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი […]

Continue Reading

დვალიშვილი თუ არ იჩივლებს, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება ნურმაგომედოვს – მედია

ცნობილი გამოცემა Home of fight-ი განმარტავს, რა სასჯელი შეიძლება ემუქრებოდეს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც გუშინ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს. გამოცემის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს შესაძლოა, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს – ასეთ სასჯელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონის 390-ე მუხლი ითვალისწინებს. „ეს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 12 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდგარი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -3, +2°, […]

Continue Reading

12 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე იოთამ ზედგენიძის, მღვდელმოწამე ზინობის და მისი დის ზინობიას, მოციქულების ტერტის, მარკოზის, იუსტის და არტემის, 70-თაგანთა, მღვდელმოწამე მარკიანეს და მოწამე ევტროპიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოთამ ზედგენიძე წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) კორეის რესპუბლიკის ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის (Incheon National University – INU) დელეგაცია ეწვია. ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში საერთაშორისო გრძელვადიანი პარტნიორობის გაფართოებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ინჩონის ეროვნული უნივსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ჯუნ ჰან ლიმ (Jun Han Lee). […]

Continue Reading

მედია – მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დააკავეს. “მთავარის” ინფორმაციით, ამის შესახებ  სოციალურ ქსელში რამდენიმე სპორტული გამოცემა იუწყება. მათი ცნობით, ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, შესაძლოა, 2-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეთ ჯგუფური თავდასხმის გამო. დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ

მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ –  ცოტ ხნის წინ, ქართველმა ჩემპიონმა ინსტაგრამზე თავად გაავრცელა ვიდეო,  სადაც ის დასისხლიანებულია. დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან ნიგერიელ-ამერიკელი შერეული საბრძლო ხელოვნების მებრძოლი და ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე უსმანი და მისი მეგობრები  მიეპარნენ და ცემა დაუწყეს. “ტვ პირველი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მეუფე ილარიონი – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. გრიგოლ ხანძთელისა და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას, – ასე ეხმაურება მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მეუფე იობის 10 ნოემბრის […]

Continue Reading

კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციასდაავალა, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რამდენ ადამიანს სჭირდება ხელისუფლების მხარდაჭერას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, […]

Continue Reading

“ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება” – მიტროპოლიტი იობი

მროველ-ურბნელი მიტეოპოლიტი იობი (აქიაშვილი) ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ურწმუნო და არაეკლესიურია. “დღეს ვხედავთ რომ ურწმუნოა, არაეკლესიურია ჩვენი ხელისუფლება”– თქვა მაღალმა იერაქმა ამბიონიდან. “დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასებით. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -12, -7°, დღისით […]

Continue Reading

11 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ნოემბერს წმიდა სერაპიონ ზარზმელის, ღირსმოწამე ანასტასია რომაელის, ღირსი აბრაამ დაყუდებულის და მისი ძმისწულის ნეტარი მარიამის, ასევე ღირსი ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა სერაპიონ ზარზმელი წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა […]

Continue Reading

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

გორის სამედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21  ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ის გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

თბილისის მერია რუსთაველის გამზირისთვის ახალ საახალწლო განათებებს ყიდულობს – ბიუჯეტი 2.5 მლნ ლარია

თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის 2 499 885 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საახალწლოდ მორთვისთვის საჭიროა 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა. კომპანიის განმარტებით, ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ღონისძიებების სპეციფიკაციიდან. „რუსთაველის გამზირზე არსებული რეაბილიტაციის სამუშაოებიდან გამომდინარე შპს“ თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური […]

Continue Reading

ჟურნალი HELLO ზუტა ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე წერს

ქართველი ბარიტონის, ზურაბ (ზუტა) ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია იმაკულატას ქორწილი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟურნალმა HELLO!-მ ახალდაქორწინებულთა ფოტოები გამოაქვეყნა და პრინცესას პირველი კომენტარიც გაავრცელა. წყვილი 31 ოქტომბერს ვენაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში დაქორწინდა. მათი ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია ქორწილამდე გასაიდუმლოებული იყო. სამეფო ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო კაბამ, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა, ასევე 1926 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -11, -6°, დღისით 0, +5°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით […]

Continue Reading

10 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 10 ნოემბერს მღვდელმოწამე ნეოფიტეს, დიდმოწამე პარასკევას, მოწამეების: ტერენტის, ნეონილას და სარვილეს, ასევე სტეფანე საბაწმიდელის, წმიდა არსენის, მოწამეთა: აფრიკანეს, ტერენტის, მაქსიმეს, პომპის და 36 სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში არაბი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ […]

Continue Reading

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა

ეროვნული მოძრაობის წევრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თანამებრძოლი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრის მოადგილე გურამ აბსანძე წერს: „დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელი, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებთ […]

Continue Reading

ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. „გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი სოფელ შამგონაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც ხიდის გადასვლამდე,ავტომობილი წამებში აალდა. არსებული ინფორმაციით, მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო, თუმცა მანქანიდან გადმოსვლა მან ვეღარ შეძლო და […]

Continue Reading

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [სტუ] ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება გახდა. მისი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ კომისია დიტო ჩუბინიძის დაჭერის დღესვე, 22 ოქტომბერს შეიკრიბა. „რომ დაიჭირეს, 4 საათში შეიკრიბა სხდომა, კომუნისტების დროს „ტროიკები“ რომ იკრიბებოდნენ ხოლმე 1937 წელში. 4 საათში […]

Continue Reading

“დაბალი ანაზღაურება ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე და პაციენტების მომსახურების ხარისხზე ისახება” – რატომ მცირდება ექთნების რაოდენობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს. უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებით. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -1, +4°, […]

Continue Reading