მძევლად აყვანილი მაღაზიის მოლარე ამ დროისთვის თავისუფალია

დღის სიახლეები უცხოეთი

ბერლინის პოლიციამ გაანეიტრალა მამაკაცი, რომელმაც სუპერმარკეტის მოლარე მძევლად აიყვანა, იტყობინება სააგენტო DPA, პოლიციაზე დაყრდნობით.

კაცმა ქალი მძევლად 10 ივლისის საღამოს აიყვანა. სუპერმარკეტი მდებარეობს ჰილდბურგჰაუზერ შტრასეზე, მარიენფელდეს რაიონში.

მძევალი ამ დროისთვის უკვე თავისუფალი. არსებული ინფორმაციით, ქალი შოკურ მდგომარეობაშია და სამედიცინო დახმარებას იღებს.

პოლიციის თანამშრომელმა სააგენტოს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენა. თუმცა, პოლიციას ამ მოთხოვნების შინაარსი არ გაუხმაურებია.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *