თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ნატოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს საბრძოლო ვაზნებით სავსე პისტოლეტები გადასცა, იუწყება Politico.
გამოსამშვიდობებელი საჩუქრის სახით, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არა კალმები და ბლოკნოტები, არამედ საბრძოლო ვაზნებით სავსე გრავირებული პისტოლეტები გადასცა.
კოშტას იარაღი დაცვის სამსახურმა დაუყოვნებლივ ჩამოართვა შესამოწმებლად.
Politico-ს ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმაც მიიღეს პისტოლეტები. თუმცა, ორივემ გადაწყვიტა, საჩუქრები თურქეთში დაეტოვებინა, მათი სახლში წაღების ნაცვლად.
ცნობისთვის, ნატოს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
