თავის მემუარებში ბაიდენმა პუტინი მოზარდს შეადარა და ზელენსკის არასაკმარისად მადლიერი უწოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მემუარები, მისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის შესახებ, 17 ნოემბერს გამოქვეყნდება. Wall Street Journal-მა შეარჩია ძირითადი პუნქტები, მათ შორის პუტინისა და ზელენსკის აღწერა. “ზელენსკი კერძო საუბრებში „ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენსაც ველოდი“, – წერს გამოცემა ბაიდენის მემუარებზე დაყრდნობით. ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი […]

Continue Reading

მედია – მოსადმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანს დონალდ ტრამპის დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს

ისრაელის დაზვერვამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირების დრონების გამოყენებით ლიკვიდაციის გეგმები აქვს, – ინფორმაციას Israel Hayom-ი ავრცელებს. ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს საფრთხეები იმ მთავარ ფაქტორებს შორისაა, რამაც თეირანთან მოლაპარაკებების საკითხში ტრამპის მიდგომის ცვლილება განაპირობა. მაღალი თანამდებობის პირების განცხადებით, ისრაელმა ეს […]

Continue Reading

ზელენსკი – “პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელები კითხვას სვამენ: „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?“

აშშ-მ ზელენსკის ჰკითხა, მზადაა თუ არა უკრაინა დონბასიდან გასვლისთვის, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელები კითხვას სვამენ: „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?“ ზელენსკის თქმით, მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ იხევს უკან და არ თმობს თავის ტერიტორიებს. თუმცა, ის მზადაა […]

Continue Reading

ამერიკაში თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად, დაჭრილია 5 ადამიანი

თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა, დაჭრილია ხუთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ხუთმა ადამიანმა ჭრილობები მიიღო ცეცხლსასროლი იარაღიდან ვაშინგტონის ლოგან-სერკლ უბანში, რომელიც თეთრი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. პოლიციის სამმართველოს პრესმდივანმა, ნიკოლ დინერმა აღნიშნა, რომ მსროლელი დაკავებული არ არის, ხოლო ზუსტი ადგილი, თუ სად მოხდა სროლა, უცნობი […]

Continue Reading

მედია – ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, რომელმაც ცოლ-ქმარს წვნიანში დასაძინებლად სპეციალური საშუალება შეურია, რის შემდეგაც 50 000 ევრო ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა

ნეაპოლში, ქართველი მომვლელი ქალი დააკავეს, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა Il Riformista-ს ინფორმაციით, ივნისში, 53 წლის ქართველმა ქალმა ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში 70 წელს გადაცილებული წყვილის მომვლელად დაიწყო მუშაობა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გაუჩინარდა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილმა ოჯახიდან 50 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული და 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. მათივე ცნობით, დაკავებულმა […]

Continue Reading

მასშტაბური ავარია ბულგარეთში: ერთმანეთს 50-ზე მეტი მანქანა შეეჯახა

ბულგარეთში, იამბოლის რაიონთნ ახლოს, თრაკიის გზატკეცილზე 50-ზე მეტი მანქანის მონაწილეობით მომხდარ მასშტაბურ ავარიაში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ბულგარეთის ტელეგრაფის სააგენტოს ცნობით, რომელიც რეგიონის გუბერნატორ გეორგი ჩალიკოვსა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყრდნობა, ავარია დაახლოებით დილის 7:00 საათზე ხშირი ნისლის გმო მოხდა. გზის მონაკვეთებზე ათობით მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა […]

Continue Reading

შუა საუკუნეების ციხესიმაგრე 1 ევროდ იყიდება – რა ვალდებულება ექნება მყიდველს

გერმანიაში შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ერთ ევროდ იყიდება. ახალი მფლობელი ასევე ვალდებული იქნება გადაიხადოს რემონტი, რაც დამატებით 20 მილიონი დაჯდება. საქსონიაში, ბად დიუბენში მდებარე შნადიცის ციხესიმაგრე იყიდება- წერს bild. ქონების ფართობი 1012 კვადრატული მეტრია. შიგნით ორი თავდაცვითი კოშკი და ნამდვილი რაინდის დარბაზია. 1945 წელს ციხეში, გდრ-ის ეპოქაში, ადგილობრივი ადმინისტრაცია, ბინები, საპარიკმახერო, ფოსტა და საბავშვო ბაღი იყო […]

Continue Reading

ტრამპი აცხადებს რომ უკრაინა, ომის დასრულების შემდეგ, „ოდნავ განსხვავებულ ფორმას“ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“. “ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება”, – აღნიშნა ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება. ამასთაბ, კითხვაზე, ფიქრობს თუ […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა მსოფლიოში უდიდესი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციის, Ultimate Fighting Championship (UFC) ხელმძღვანელს, დანა უაითს. „მე მას ვთხოვე, რომ დახმარებისთვის ისეთი ადამიანები მოიყვანოს, როგორებიც არიან ისლამ მახაჩოვი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეტჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კაილა ჰარისონი – მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის. […]

Continue Reading

მანამდე მშობლები და და მოკლა – კრაკოვში მკვლელობების ახალი დეტალები

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 7 ნოემბერს მომხდარი მკვლელობების და მკვლელის შესახებბ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. პოლონეთის ქალაქ ოსტროვიეც შვენტოკრჟისკიში, კრაკოვიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა: 53 წლის მამაკაცის და ორი ქალის, 52 და 21 წლის. პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი არიან იმ თავდამსხმელის მშობლები და და, რომელმაც 7 ნოემბრის საღამოს კრაკოვის ცენტრში სროლა განახორციელა. ისინი […]

Continue Reading

BBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ალოპოლსკას პოლიციის ცნობით, კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ინფორმაციას BBC ავრცელებს. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოედანზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა „მანქანიდან შემთხვევითი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო“. კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეს პოლიციამ ესროლა და ის საავადმყოფოში […]

Continue Reading

„The Independent“- მარკო რუბიო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგომისთვის ემზადება

„The Independent“-ის ცნობით, მარკო რუბიოს გადადგომას ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს აკვირდებიან, რადგან მოსალოდნელია, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრისთვის თანამდებობას დატოვებს. წყაროების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი 2028 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების ნომინაციისთვის ბრძოლისთვის ემზადება, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ამჟამად მისი მთავარი კონკურენტია. შუალედური არჩევნების კატასტროფულ შედეგებამდეც კი, რომლის შედეგადაც რესპუბლიკელებმა […]

Continue Reading

ცამეტი ევროპული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 5 ნოემბერს ავარიულად დაეშვა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ

ცამეტი ევროპული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 5 ნოემბერს ავარიულად დაეშვა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ. სამი სამოქალაქო თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა: ორი სოფიაში და ერთი პლოვდივში. კიდევ ორი ​​რეისი დაეშვა ვენაში, თითო-თითო ბრიუსელში, რომში, ევრე-ფოვილის ფრანგულ სამხედრო ბაზაზე და ბუქარესტში. გარდა ამისა, ჩეხეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია პრაღისკენ მიმავალი ოთხი თვითმფრინავის ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. დანიშნულების […]

Continue Reading

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შვილის წინააღმდეგ 5 წლიანი პატიმრობა – პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა

რუსმა პროკურორმა მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ქალიშვილისთვის, ჟანასთვის, ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა, რომელიც ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებას ეხებოდა, იტყობინება Mediazona. ნემცოვამ დაწერა, რომ საქმე უკავშირდება მის მუშაობას ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდში, რომელიც მან 2015 წელს გერმანიაში დააარსა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ორგანიზაცია არასასურველ ორგანიზაციად 2024 წლის აპრილში გამოაცხადა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ნემცოვა ორგანიზაციის დაფინანსებასა […]

Continue Reading

FT – ტრამპი-პუტინის „დიზელის შეთანხმების“ ფარგლებში აშშ-ისკენ მიმავალმა ორმა ტანკერმა კურსი შეიცვალა

„ფაინენშლ თაიმსის“ ცნობით, ტანკერმა „ლერუომ“, რომელიც ამერიკისკენ მიემართებოდა, კურსი შეიცვალა და დანიშნულების ადგილად ბრაზილიის მიმართულება მიუთითა, ხოლო ტანკერი „ტალისმანი“ ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა და „ინსტრუქციების მოლოდინშია“. როგორც ჩანს, რუსული დიზელის საწვავის გადამტანი მესამე ტანკერი, რომელიც ბერძნულ კომპანია „აგიოი ფანენდესს“ ეკუთვნის, აშშ-ისკენ აგრძელებს მოგზაურობას, თუმცა ასევე „ინსტრუქციების მოლოდინშია“. გაზეთი აღნიშნავს, რომ მარშრუტის შეცვლა აშშ-ის დიზელის მდგომარეობის კიდევ […]

Continue Reading

დავით არახამიას წინააღმდეგ საქმე აღიძვრება

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ ცნობა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში დაარეგისტრიროს. როგორც მედია წერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 19 ოქტომბერს […]

Continue Reading

ევროპარლამენტმა ახალი წესები დაამტკიცა – მგზავრებს უფლება აქვთ, 14 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაიბრუნონ

ტურისტები შეძლებენ, თანხის დაბრუნების განაცხადი ერთიანი ფორმით წარადგინონ, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის ყველა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის ყველა სახეობაზე გავრცელდება. ევროპარლამენტმა, თითქმის, ერთხმად დაამტკიცა ახალი წესები, რომელიც მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში მგზავრების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. კერძოდ, ევროპის მასშტაბით მოგზაურებს უკვე უფლება აქვთ, ბილეთის ღირებულება 2 კვირის განმავლობაში სრულად აინაზღაურონ, მაშინაც კი, თუ […]

Continue Reading

ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს

New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს. “ჩვენ ვიმუშავებთ დემოკრატებთან, იცით, ველოდებით მათთან თანამშრომლობას. სავარაუდოდ, რაღაცაზე შევთანხმდებით,” – ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი. ტრამპი არჩევნებში წაგებას იმასაც უკავშირებს, რომ ბიულეტენში თავად არ იყო და ნანობს გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დის დარლინ გრემისა და კენ პაქსტონი ტეხასის რესპუბლიკელი გენერალური […]

Continue Reading

„ისევ გავხადოთ ტუალეტები დიდებული!“ – ნორვეგიის ტურიზმის საბჭო

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ნორვეგია „ნეხვის ქვეყანა” უწოდა, მის საპასუხოდ, ნორვეგიამ გამოუშვა ქვეყნის ულამაზესი ტუალეტების გზამკვლევი სლოგანით „ისევ გავხადოთ ტუალეტები დიდებული!“ ნორვეგიის ტურიზმის საბჭომ გამოაქვეყნა ქვეყნის ულამაზესი ტუალეტების გზამკვლევი სლოგანით „Norway makes shithouses great again!“ ეს არის პასუხი დონალდ ტრამპისადმი, რომელსაც, პირველ რიგში, უყვარს ყველაფრის დიდებულად წარმოჩენა და მეორეც, ნორვეგიას „ხეხვის ქვეყანა“ უწოდა იმის გამო, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, ყველაფერი გაუქმდება, რაც გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიღწევების დიდი ნაწილი, შეიძლება, გაუქმდეს. „ამდენი რამ, რაც გავაკეთეთ, ყველაფერი გაუქმდება“, — აღნიშნა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, წარმოიდგინონ, რომ ბიულეტენში მისი სახელი და გვარია მითითებული. „როცა ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიგებ და 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე […]

Continue Reading

„გმადლობთ, ჩვენ დავბრუნდებით“ – სად ერთობიან პოლიტიკიდან წასული ვუჩიჩი და ორბანი

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ერთმანეთს ბელგრადში შეხვდნენ და სოციალურ მედიაში პოლიტიკაში „დაბრუნების“ გეგმების შესახებ გამოაცხადეს. შაბათს ბელგრადში ჩასვლამდე, ორბანი ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა სერბსკას მმართველი პარტიის, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსის ხელმძღვანელ მილორად დოდიკს ეწვია. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუმასპინძლო ვიქტორ ორბანს, ჩემს დიდ მეგობარს, ჩემს ძმას და კარგად გავერთობით […]

Continue Reading

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”,- შესაბამის გაფრთხილებას მოსკოვში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: საფრთხე მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალში (2026 წლის 31 ოქტომბერს). აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შეიტყო სარწმუნო საფრთხის შესახებ, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს” მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე… აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას ახდენს რუსეთის […]

Continue Reading

პარიზში მოსალოდნელი არეულობის გამო ორმოცი მეტროს სადგური დაიხურა

საფრანგეთი 70 000 პოლიციელს განათავსებს, რათა თავიდან აიცილონ არეულობები 31 ოქტომბერს მოსალოდნელი საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ცხოვრების ფასების ზრდით და ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკით, იუწყება Reuters. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა ეს დღე „ძალიან მაღალი რისკის“ პერიოდად შეაფასა და ყველა ძალის მობილიზება გამოაცხადა დარღვევების მკაცრად აღსაკვეთად. ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია ჰელოუინის ნიღბების გამოყენებით სახის […]

Continue Reading

დიდი ოცეულის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვის გამო, ტრადიციული ფოტოსესია გააუქმეს – bloomberg

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზატორებმა ჯგუფური ფოტოსესია გააუქმეს, რადგან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ფოტოს გადაღებაზე. ამის შესახებ bloomberg წერს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმაც გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ „რუსეთთან ჩვეული რიტმის შენარჩუნება შეუძლებელია“. „ჩვენი უთანხმოებები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განვიხილოთ, სწორედ ამიტომ არის ეს შეხვედრა […]

Continue Reading

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა

ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს. აშშ-ის მე-9 საოლქო სააპელაციო სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ ხუთშაბათს დააკმაყოფილა მთავრობის მოთხოვნა წინასწარი აკრძალვის შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტს 2027 ფისკალური წლის მრავალფეროვნების ვიზების პროგრამის რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაეწყო. საიმიგრაციო იურიდიულმა კომპანიამ, Red Eagle Law-მ, რომელიც წარმოადგენს მრავალფეროვნების ვიზის […]

Continue Reading

რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება

რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება. ამის შესახებ რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი: „ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩვენს შენობაში, სადაც 30 წელია ვცხოვრობთ, შუქს ჩავაქრობთ, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს.“ 30 ოქტომბერს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაცხადა დახურვის შესახებ. ერთი დღით ადრე გამოცხადდა, რომ რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობიდან ასახლებდნენ. გამოცემა „The Economist“-ის ცნობით, 26 […]

Continue Reading

მომაკვდინებელი დიაგნოზის მქონე მამაკაცმა რამდენიმე მილიონი იპოვა და სიცოცხლე გაიხანგრძლივა – მედია

იაპონელ მამაკაცს უთხრეს, რომ მას კიბო ხელახლა განუვითარდა და ექიმების პროგნოზით  ორი-სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ ამბის შემდეგ, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ქუჩებში უმიზნოდ ხეტიალი დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Japan Today წერს. ერთ დღეს მან შენიშნა, რომ ინკასაციის თანამშრომელს ნაღდი ფულით სავსე ტომარა დაუარდა. ცნობისმოყვარეობის გამო, მან აიღო ტომარა და შიგნით 22 მილიონი იენი […]

Continue Reading

კაბადოკიის რეგიონში კლდის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის კაბადოკიის რეგიონში კლდე ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გორემეს ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმთან ახლოს, კლდე ჩამოინგრა. პროვინციის გუბერნატორის ჰუსეინ კიოქის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. „დღეს, 15:15 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ნევშეჰირის პროვინციის ქალაქ გორემეში მეწყრის მიერ გამოწვეული ქვების ჩამონგრევის შედეგად, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი […]

Continue Reading

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „არმენპრეს“-ის ცნობით, ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დარბაზში სიტუაცია დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს დაიძაბა. ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს ბოდიში არ მოუხდია საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ცალკე სამინისტროს შექნას აპირებდნენ ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ნარეკ კარაპეტიანმა საუბარი […]

Continue Reading

სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს საქართველოს მიმართულებით ბაობაბის ხეების დაუდგენელი ექსპორტიორის წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) ინფორმაციით, ხეების ექსპორტისთვის მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. უწყებამ ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მის ვინაობას […]

Continue Reading

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, საპრეზიდენტო კამპანია ორლეანში ორდღიანი მიტინგით დაიწყო და თავი ქვეყანაში წესრიგისა და ერთიანობის აღდგენის ერთადერთ კანდიდატად წარმოადგინა. ამის შესახებ BBC წერს. საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, მომავალი წლის აპრილის არჩევნების ფავორიტმა ოპტიმისტური ტონი გამოიყენა და საფრანგეთის ძველ დიდებას დაუბრუნა. მან მაკრონის ცენტრისტული მთავრობა ძალადობრივი მომიტინგეების მიმართ ლმობიერებასა და სანდოობის […]

Continue Reading

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა 2027 წლის 29 იანვრამდე გახანგრძლივდა. პარლამენტის 293-მა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტს No16182, რომლითაც დამტკიცდა „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ ბრძანებულება. წინა საპარლამენტო გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა ძალაშია 31 ოქტომბრამდე. პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „საყოველთაო მობილიზაციის […]

Continue Reading

CNN – აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალიოპერაციები ტრამპის ბრძანებიდან 96 საათში

აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალი, პოტენციურად ძირითადი სამხედრო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან, 96 საათის განმავლობაში, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა – წერს “სი ენ ენ”-ი. წყაროების თქმით, რეგიონში საკმარისი ძალებია განლაგებული პოტენციური თავდასხმების განსახორციელებლად. აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციების ფარგლები, სავარაუდოდ, სცილდება უბრალო „წესრიგის შენარჩუნების“ ზომებს ან სტატუს კვოს […]

Continue Reading

აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ “უოლ სთრით ჯორნალი” წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს „განსაკუთრებული სირთულის გარეშე“ შეუძლია უშიშროების საბჭოში 15-დან 8 ხმის მოპოვება. აშშ-ის წარმომადგენელმა ორბანს „MAGA-ს (Make America Great Again) კონსერვატორებისთვის საოცნებო კანდიდატი“ უწოდა. ეს დიდწილად უკავშირდება ორბანის ქმედებებს, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა – ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნორვეგია “ნაგავ ქვეყნად იქცა” და რომ ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა. ტრამპის თქმით, ის მიესალმება მიგრანტებს ზოგიერთი ქვეყნიდან, თუმცა არა ნორვეგიიდან. „რადგან […]

Continue Reading

თურქეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ თურქეთში, ზონგულდაკში, ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ორი მაღაროელი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტიბეტში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტის მთიან რეგიონში 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ეპიცენტრი ბაჩენის ოლქში, ნაგჩუს ქალაქში იყო, რომელიც ტიბეტის დედაქალაქ ლჰასიდან 400 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სულ მცირე 65 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 მძიმედ. სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად და სასწრაფო დახმარების გასაწევად ბაჩენში 300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. 12 000-ზე მეტი ადამიანი […]

Continue Reading

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ვის მკვლელობაშია დაკავებული ეჭვმიტანილი

ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, პოლონეთში დააკავეს რუსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი. ამის შესახებ დაზვერვის კოორდინატორმა ტომაშ სიმონიაკმა განაცხადა. დაკავებული 22 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 2026 წლის 15 ივნისს, რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს. პროკურატურის ინფორმაციაში მისი სახელი აღნიშნულია როგორც […]

Continue Reading

Google-მა ტრამპს უარი უთრა – რას ითხოვდა ამერიკის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან Google Maps-ს დაურეკა და სთხოვა, ატლანტის ოკეანისთვის სახელი „ტრამპის ოკეანე“ დაერქმიათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, უარი თქვა მოთხოვნაზე და განმარტა, რომ ოკეანეები მრავალ ქვეყანას მოიცავს. საბოლოოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ამ იდეაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, დაახლოებით 10 დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ონტარიოს ტბისა […]

Continue Reading

Meta 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს პერსონალური მონაცემების Cambridge Analytica-სთან გაზიარებისთვის

ნიუ-მექსიკოს ნაფიცმა მსაჯულებმა Meta დამნაშავედ ცნეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებზე. შტატის გენერალურმა პროკურორმა Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წელს შეიტანა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამჟამად დახურულმა Cambridge Analytica-მ 87 მილიონი Facebook-ის მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მესამე მხარის აპლიკაციის საშუალებით მიიღო. Cambridge Analytica 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის საარჩევნო […]

Continue Reading

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, […]

Continue Reading

პარიზში არეულობების დროს მოპარული ნივთები ქუჩებში და ონლაინ წარმატებით იყიდება

მძარცველებმა პარიზში გაძარცვული ბუტიკებიდან მოპარული ნივთების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდე ვრცელდება. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მოპარული კოსმეტიკა, დიზაინერული ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები მასობრივად ჩნდება, მათ შორის, ონლაინ პლატფორმებზეც. გამყიდველები გულწრფელად აცხადებენ, რომ მათი საქონელი არეულობის დროს იქნა მოპოვებული. ქუჩაში გამყიდველები კი ნივთებს საკუთარ ტანზე იკრავენ, რათა თავიდან აიცილონ მათი ხელახლა მოპარვა. […]

Continue Reading

ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი

მეცნიერებმა ტატუს მელანი შექმნეს, რომლის განათებაც “ჩართვა-გამორთვით” არის შესაძლებელი. ტექნოლოგია, PhotoTat აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ტატუმ ფერი შეიცვალოს ან, თითქმის, უხილავი გახდეს. კვლევა ჟურნალ Matter & Light-ში გამოქვეყნდა. გამოცემის შეფასებით, მომავალში ეს ტექნოლოგია შესაძლოა, არა მხოლოდ ტატუს მოყვარულთათვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც გახდეს სასარგებლო, რომლებსაც კანზე სამედიცინო ნიშნები სჭირდებათ. უნივერსიტეტის დოცენტი და […]

Continue Reading

სკოლის მოსწავლე დანით დაესხა თავს მასწავლებელს და მოსწავლეს

რუმინეთის ბისტრიცა-ნესეუდის რაიონში მეშვიდე კლასელმა დანით დაესხა თავს 28 წლის მასწავლებელს და 12 წლის მოსწავლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს ნაკაწრებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს, ზოგიერთ მოსწავლეს კი მომხდარის გამო პანიკური შეტევები დაეწყო. მოზარდის მოტივებს პოლიცია იძიებს.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი „კომენდანტის საათის“ დაწესების უფლება მიანიჭა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი „კომენდანტის საათი“ დააწესოს. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა. ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება. პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. […]

Continue Reading

ესპანეთს მომაკვდინებელი შტორმი „დანა ადამი“ დაატყდა თავს: არის მსხვერპლი. ქვეყანაში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი „დანა ადამი“ მძვინვარებს. ორი ადამიანი უკვე გახდა სტიქიის მსხვერპლი: ბარსელონასა და ვალენსიაში წყალმა ორი ქალი წაიღო. ვალენსიისა და ალიკანტეს რეგიონებში, წყალდიდობისა და მდინარეების ადიდების რისკის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა – დღეში კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი შეიძლება მოვიდეს. ვალენსიის, ალიკანტესა და ბალეარის კუნძულების რიგ […]

Continue Reading

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

ახალ საერთაშორისო რეიტინგში ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა ხანმოკლე დასვენებისთვის (city break). პლატფორმა “European Best Destinations”-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც “სრულიად განსხვავებული ხასიათის” 10 ქალაქს აერთიანებს, ბულგარეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი “ანტიკური ისტორიის, თანამედროვე კულტურისა და მთების” წყალობით დაიკავა, რაც “განსაკუთრებით მიმზიდველ სინთეზს” ქმნის. ლისაბონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო […]

Continue Reading

საფრანგეთის შს მინისტრი – ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება, რადგან პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. „მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა, […]

Continue Reading

მაკრონი – “გუშინ ჩვენი რამდენიმე ასეული ათასი თანამემამულე გამოვიდა დემონსტრაციებზე და ცდილობდნენ თავიანთი ლეგიტიმური მოთხოვნების გამოხატვას”

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმასაფრანგეთში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მთავრობამ მიიღოს ზომები ქუჩის არეულობების გამეორების თავიდან ასაცილებლად. „მან მოითხოვა, რომ მთავრობამ ისწავლოს ყველა საჭირო გაკვეთილი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მსგავსი მოვლენების პროგნოზირების საკითხებში, ასევე მიიღოს ზომები, რათა ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მაკრონმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც BFMTV-მ გადასცა. საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ ის ელოდება მკაფიო […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. “საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი. საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი […]

Continue Reading