აშშ-მა უკრაინას სთხოვა, „შეეჩერებინა დარტყმები“ ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში ვიზიტით იქნება – მედია

აშშ-მა უკრაინას სთხოვა, „შეეჩერებინა დარტყმები“ ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში ვიზიტით იქნება. ამის შესახებ Axios-ს წყარომ განუცხადა. წყაროს ცნობით, აშშ-მა უკრაინა „მაღალი დონის დელეგაციის“ ჩასვლის შესახებ გააფრთხილა. ქვეყანას „სთხოვეს“ შეჩერებულიყო დარტყმები მათ წასვლამდე. Axios-ის ცნობით, ეს არის ჯონ რეტკლიფის პირველი ვიზიტი მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რანგში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის […]

Continue Reading

მანჰაიმის საქალაქო საბჭოს წევრს, ჟულიენ ფერას სურს სექს-წვეულების ორგანიზება პირდაპირ მერიაში

მანჰაიმის საქალაქო საბჭოს წევრს, ჟულიენ ფერას (სურათზე), დიდი ხანია სურს სექს-წვეულების ორგანიზება პირდაპირ მერიაში. მან ცოტა ხნის წინ იკითხა, ვინ იქნებოდა დაინტერესებული ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობით და, ფერატის თქმით, დაახლოებით 50-მა ადამიანმა უკვე დადებითად უპასუხა. ამის შესახებ stuttgarter-zeitung.de წერს. საბჭოს წევრმა პირველი დეტალები გაამხილა. მისი გეგმის თანახმად, ყველა დაინტერესებულმა მხარემ ჯერ ჯგუფური სექსის სავალდებულო ტრენინგი უნდა […]

Continue Reading

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. […]

Continue Reading

საბჭოთა დაზვერვის ოფიცრის შვილიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტობა გადაწყვიტა

ევროპარლამენტის წევრმა და ფრანგული პარტია „საჯარო ტრიბუნის“ ლიდერმა რაფაელ გლუკსმანმა 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ გამარჯვება და ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა სურს. გლუკსმანი გამორჩეული პოლიტიკური ისტორიის მქონე ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ფილოსოფოსი და მწერალი ანდრე გლუკსმანი, ცნობილი ფრანგი ინტელექტუალი იყო. პოლიტიკოსის ბაბუა, რუბინ გლუკსმანი, 1920-იან წლებში პალესტინაში ემიგრაციაში წავიდა, კომუნისტურ […]

Continue Reading

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს

სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება. „ამ კითხვებზე პასუხის ქონა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ […]

Continue Reading

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შევძლებთ დემოკრატიული პროცესის განახლებას” – უკრაინის ექს-თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტობაზე

არჩევნებთან დაკავშირებით საუბრის წამოწყება ჩემი მორალური უფლებაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ამის განხილვის არ უნდა გვეშინოდეს. დემოკრატია სწორედ ეს არის. თუ ჩემს საზოგადოებასთან ჩემი იდეების გაზიარებასა და ღიად საუბარს ვერ შევძლებ, მაშინ რისთვის ვიბრძვით? თუ არჩევნები არასდროს ჩატარდება, მაშინ ჩვენ დემოკრატია აღარ ვიქნებით“, – განაცხადა ფედოროვმა. ფედოროვმა მომავალში […]

Continue Reading

ილონ მასკმა უარყო უკრაინის მოთხოვნა Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკმა უარყო უკრაინის მოთხოვნა Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ და ამას ესკალაცია უწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სთხოვა მას ნებართვის მიღება Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნით გამოყენების შესახებ. ზელენსკის თქმით, კიევს თავდაპირველად ეგონა, რომ SpaceX-მა უკვე მისცა თანხმობა და […]

Continue Reading

უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე – The Telegraph

The Telegraph-ის ცნობით, უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე, სამგზავრო თვითმფრინავებზე დარტყმის რისკისა და ევროპული მხარდაჭერის არარსებობის გამო. გამოცემის ცნობით, გეგმა ითვალისწინებდა ღამით 1000-მდე დრონის გაგზავნას მოსკოვის აეროპორტების მიმართულებით საჰაერო მოძრაობის შესაფერხებლად. სავარაუდოდ, ზელენსკი შიშობდა, რომ ერთ-ერთ დრონს შეეძლო სამოქალაქო თვითმფრინავზე დარტყმა, ევროპელი პარტნიორები კი არ უჭერდნენ მხარს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ოპერაცია, […]

Continue Reading

ხელოვნური კუნძული 10 თვეში – რას აპირებენ ჩინელები

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად უზარმაზარი ხელოვნური კუნძული 10 თვეში ააშენა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ანტილოპას რიფის მშენებლობის პირველი ფაზა დაასრულა. ერთი წლის განმავლობაში ჩინელებმა ზღვის ფსკერიდან მილიონ ტონაზე მეტი ქვიშა ამოიღეს, რამაც დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის მიწის მასივი შექმნა. ჩრდილო-დასავლეთით, ისინი ამზადებენ ადგილს, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიგრძისა და 55 მეტრის სიგანის ასაფრენი […]

Continue Reading

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – სასამართლოს გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა მიიღო. მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება. მოსამართლის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და […]

Continue Reading