ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს.
ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა.
“ჩვენ შევიმუშავეთ შეთანხმება, რომ თუ თავშესაფარს მოითხოვთ, ჩვენ ვიპოვით მსოფლიოში სხვა ქვეყანას, რომელიც მიგიღებთ. ეს ძალიან მარტივი, ძალიან ელეგანტური და სრული გადაწყვეტაა” – განაცხადა მილერმა..
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე თავშესაფრის შესახებ ყველა განაცხადი „ყოველთვის თაღლითურია“.
