ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრია

დღის სიახლეები უცხოეთი

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდებენ.

ABC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის ბოილ ჰაიტსის უბანში კომერციულ შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მზის პანელები მოიცვა.

ძლიერმა ცეცხლის გამო ჰაერში შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც კილომეტრების მანძილზე ჩანს.

ქალაქის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ შევიდნენ შენობებში და მჭიდროდ დახურონ ყველა ფანჯარა და კარი. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები მობილიზებულია, ქალაქის პოლიცია კი ტაქტიკურ მზადყოფნაშია მოყვანილი.

ამჟამად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. VIDEO

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *