დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

დღის სიახლეები უცხოეთი

დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport Express ავრცელებს.

ცერემონიაზე სპორტსმენის მეუღლე ვიქტორია, შვილები და ოჯახის ახლო მეგობარი, მსახიობი ტომ კრუზი იმყოფებოდნენ.

თავად ბექჰემმა აღიარა, რომ ეს ღონისძიება ოცნებას ჰგავდა, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მუშათა კვარტლიდან უბრალო ბიჭი კინოს კუმირებს შორის აღმოჩნდებოდა.

თავისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში, რომელიც 2013 წელს დასრულდა, ინგლისელი თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში, რეალ მადრიდში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა და ადგილობრივ ლოს-ანჯელეს გალაქსიში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *