“დიდი შვიდეულის” ლიდერები უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას მხარი დაუჭირეს – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

“დიდი შვიდეულის” ლიდერებმა გეოპოლიტიკის შესახებ კომუნიკე მიიღეს, რომელშიც უკრაინას ახალ იარაღს დაჰპირდნენ და ტრამპის ირანთან შეთანხმებას დაუჭირეს მხარი – წერს BBC.

განცხადების თანახმად, უკრაინის პროგრესმა ფრონტზე „ახალი იმპულსი“ შექმნა, რომლის მხარდაჭერასაც დიდი შვიდეულის ლიდერები აპირებენ.

👉ამ მიზნით, უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების და შორი მოქმედების იარაღის მიწოდება გაიზრდება. გარდა ამისა, ისინი „მზად არიან განიხილონ კიევისთვის სამხედრო ლიცენზიების გადაცემის შესაძლებლობა“, რათა უკრაინამ საკუთარი თავდაცვის წარმოება გაზარდოს.

👉დიდი შვიდეულის ლიდერებმა ასევე პირობა დადეს, რომ გაზრდიან ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე და დააწესებენ დამატებით სანქციებს.

👉განცხადებაში ასევე მიესალმნენ აშშ-სა და ირანს შორის ახალ შეთანხმებას, რომელიც „დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით დაიდო“. დიდი შვიდეული ამას ისტორიულ შესაძლებლობად მიიჩნევს, რათა თეირანს სამუდამოდ ჩამოერთვას ბირთვულ იარაღზე წვდომა და შეამციროს მისი სარაკეტო საფრთხეები.

👉”დიდი შვიდეული” ნავთობისა და გაზის მომარაგების დივერსიფიკაციას დააჩქარებს, ხოლო საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი თავდაცვითი მისიის დაწყებას გეგმავენ ჰორმუზის სრუტეში.

👉”დიდი შვიდეული” ასევე გამოვიდა მოწოდებით ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰეზბოლას განიარაღების შესახებ. ღაზას სექტორში შვიდეულის ქვეუნები ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციის გაზრდის პირობას დებენ და დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *