ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი

დღის სიახლეები უცხოეთი

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი.

თეირანმა ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომერციულ გემებს შეეძლებათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადასვლის სერვისებით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე.

გაუქმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ხელისუფლება გეგმავს ფასიანი სერვისების დანერგვას უსაფრთხოების, ნავიგაციის, ეკოლოგიისა და დაზღვევის სფეროებში.

მხარეები 19 ივნისს ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ყაზემ ღარიბაბადის თქმით, 60-დღიანი ზავის დროს თეირანის ბირთვული პროგრამაც განიხილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *