ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე „ფოკუსირებას“ გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება “დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა. „და მე ვხედავ, რომ შესაძლოა, იქ რაღაცის გაკეთება შევძლოთ. ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ორივე მათგანი ამისთვის ღიაა“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი მალე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ის რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე „ფოკუსირებას“ აპირებს: „ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის მოგვარებას“.
