რუსებმა კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსებმა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩორის ლავრა დაბომბეს – ოკუპანტებმა ლავრის მიძინების ტაძარზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

“ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის – კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის – სახურავი იწვის.” – დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ X-ზე.

რუსეთის იერიშის შემდეგ ეპისკოპოსმა აბრაამმა დაწერა, რომ მიმდინარეობს უძველესი ხატების, ანტიმინსიისა და სხვა რელიგიური რელიკვიის “საგანგებო ევაკუაცია”.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ლავრას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ლავრის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა და სერიოზული ხანძარი გაჩნდა. რუსებმა განზრახ დაარტყეს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავის გულს!“- აღნიშნა ტკაჩენკომ.

მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *