რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენასთან“ კონტრაქტი გააფორმა. 46 წლის ფეხბურთელი გუნდში მოთამაშის სტატუსით მოხვდა

დღის სიახლეები უცხოეთი

ბრაზილიისა და მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენასთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურმა განაცხადა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 46 წლის ფეხბურთელი სეზონის გუნდში მოთამაშის სტატუსით მოხვდა.

რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2004 და 2005 წლებში ის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2005 წელს ბრაზილიელმა „ოქროს ბურთი“ მოიგო. ის „გრემიოში“, „ფლამენგოში“, „ატლეტიკო მინეიროში“, „ფლუმინენსეში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მილანში“ თამაშობდა. რონალდინიომ კარიერა 2018 წელს დაასრულა.

„რავენას“ ისტორიაში სერია A-ში არასდროს უთამაშია. კლუბის საუკეთესო მიღწევა სერია B-ში 1996/97 წლების სეზონში მე-8 ადგილი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *