შესაძლოა, თურქეთში მართლმადიდებლური სემინარიები კვლავ გაიხსნას – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა თურქეთში მართლმადიდებლური ქრისტიანული სემინარიების ხელახლა გახსნაზე მოლაპარაკებები გამართა

ეს საკითხი ტრამპმა წამოჭრა, რომელიც ივლისში ანკარას ეწვევა ნატოს სამიტზე დასასწრებად. ჰალკის კუნძულზე მდებარე სემინარია, რომელიც 1844 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს დაარსდა და თურქეთის რესპუბლიკის მიერ 1971 წელს დაიხურა, აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცენტრალურ როლს თამაშობდა, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს მთავარი სასულიერო აკადემია. მან მართლმადიდებელი სასულიერო პირების რამდენიმე თაობა მოამზადა, მათ შორის ამჟამინდელი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს. ტრამპმა ეს საკითხი ერდოღანთან ვაშინგტონში 2025 წელს მოლაპარაკებების დროს წამოჭრა.

მუსლიმური და სეკულარული თურქეთი დიდი ხანია საბერძნეთის, აშშ-ის და ევროკავშირის ზეწოლის ქვეშაა, რათა სტამბოლთან ახლოს მდებარე კუნძულზე სასულიერო სკოლა ხელახლა გახსნას.

სემინარიის 1971 წელს დახურვა თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული ყველა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. სემინარიამ ეს სტატუსი უარყო იმ მოტივით, რომ ეს მის დამოუკიდებლობას არღვევდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *