ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა და დიპლომატიისკენ მოწოდებით გამოვიდა.
„ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე და ჩვენი სამხედროების მიერ რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერ ობიექტებზე მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში.
მან განაცხადა, რომ ომის დასრულების დრო დადგა და „რუსეთმა დიპლომატიურად აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას“.
ამასობაში, ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დადასტურებული დრონების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის დედაქალაქის თავზე, ან მის მიახლოებისას ჩამოაგდეს, 194-ს მიაღწია.
