ისრაელის პრემიერი ერდოღანს აფრთხილებს – “ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას ან უსაფრთხოებას”

დღის სიახლეები უცხოეთი

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიპ ერდოღანს აფრთხილებს, დამშვიდდეს.

მისი თქმით, ოსმალების 400 წლიანი მმართველობა უკვე დასრულებულია და ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა.

“ერდოღანი ისრაელის განადგურებისა და იერუსალიმის დაბრუნების სურვილზე საუბრობს.

ვფიქრობ, მას დაავიწყდა, რომ ოსმალეთის 400-წლიანი მმართველობა დასრულდა. დღეს ისრაელის ძლიერი სახელმწიფო არსებობს.

ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას ან უსაფრთხოებას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *