ABC News-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პილოტს კრუნჩხვები დაეწყო.
ავარიული შემთხვევა მოხდა Air Canada-ს რეისზე, რომელიც ნიუარკიდან ჰალიფაქსში, კანადაში მიფრინავდა: კაპიტანს ეპილეფსიური შეტევის მსგავსი კრუნჩხვა დაემართა, რის შემდეგაც თვითმფრინავი მოულოდნელად წინ გადაიხარა.
თვითმხილველის თქმით, დაძაბული მდგომარეობა , დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდა. ბორტგამცილებლებმა ვითარებას მშვიდად და ეფექტურად გაართვეს თავი. დაშავებულ პილოტს დახმარება ადგილზე მყოფმა ექთანმაც გაუწია.
თვითმფრინავი ბოსტონში გადამისამართდა, სადაც უსაფრთხოდ დაეშვა და პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორტზე 61 მგზავრი იმყოფებოდა.
