გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერი ბავშვებისთვის პოპკორნის დასარიგებლად წავიდა – მედია

დღის სიახლეები უცხოეთი

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი გადადგომის გამოცხადების შემდეგ, სამერფილდის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის პოპკორნის დასარიგებლად წავიდა. ამის შესახებ Yahoo! News წერს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა მილტონ კეინსის ოდეონის სტადიონზე ვიზიტის დროს, ღონისძიებნაზე, როდესაც დიდ ბრიტანეთში ბავშვების შესვლისა და კვების ღირებულება მცირდება, რათა საზაფხულო გასვლები და მოგზაურობები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

პორტალზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ასხამს პოპკორნს ყუთებში დიდი ბრიტანეთის პრემიერი და ბავშვებს უმასპინძლდება.

22 ივნისს სტარმერმა განაცხადა, რომ გადადგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. მისი თქმით, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მისთვის საყვარელი ქვეყნის დაყენებას პირველ ადგილზე. VIDEO

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *