13 დაღუპული და 66 დაშავებული – მასშტაბური აფეთქება ქარხანაში – სად მოხდა შემთხვევა

დღის სიახლეები უცხოეთი

ძლიერი აფეთქება მოხდა კატარის ერთ-ერთ მთავარ გაზის ობიექტში, რას ლაფანში, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ჰაბია თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისა და ექსპორტისთვის.

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 66 ქარხნის თანამშრომელი დაშავდა. ყველა დაღუპული ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქე იყო, ხოლო დაშავებულებს შორის იყვნენ კატარის, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები.

ხელისუფლებამ ქარხანაში მომხდარს ინციდენტს „არა დივერსიული აქტი“, არამედ უბედური შემთხვევა უწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *